LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მელანია ტრამპი ელეგანტურ პალტოში, დიდი ოქროსფერი ღილებით

114
მელანია ტრამპი ელეგანტურ პალტოში, დიდი ოქროსფერი ღილებით

ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი მეუღლე, პირველი ლედი მელანია ტრამპი ვაშინგტონში ჩასვლის შემდეგ, თეთრი სახლის სამხრეთით გადაიღეს.

წყვილი ვერტმფრენიდან ხელჩაკიდებული გადმოვიდა, ორივე ძალიან თბილად იყო ჩაცმული. პრეზიდენტ ტრამპს გრძელი პალტო ეცვა, 55 წლის მელანიამ კი დიდი ოქროსფერი ღილებიანი თავისუფალი ყავისფერი პალტო აირჩია, რომელიც ზამშის ჩექმებსა და ყავისფერ შარფთან შეახამა. პირველმა ლედიმ თავისი ლუქი მაკიაჟით, მარტივი ვარცხნილობითა და მზის სათვალით დაასრულა.

ფოტო/ვიდეო: „დიორის” თეთრი მანტო და „მანოლო ბლანიკის” ფეხსაცმელი – მელანია ტრამპმა „თეთრი სახლის“ საშობაო სეზონი ოფიციალურად გახსნა

მელანია თეთრ სახლში მას შემდეგ გამოჩნდა, რაც ის საშობაო ნაძვის ხის ანთების ღონისძიებას დაესწრო, რაც ყოველწლიური ტრადიციაა და აშშ-ის პრეზიდენტის რეზიდენციაში სადღესასწაულო სეზონის დაწყებას აღნიშნავს.

პირველი ლედი ბომბერის სტილის ქურთუკში – მელანიამ ინდაურების შეწყალება ნამდვილ მოდურ შოუდ აქცია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები