LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვინტო“ ავტომომსახურების ბაზარზე მოღვაწეობის 15 წელს აღნიშნავს

443
ვინტო

ქართული ბრენდი „ვინტო“, ავტომომსახურების ბაზარზე მოღვაწეობის 15 წლის აღსანიშნავად, ერთგულ მომხმარებელს თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდში, ბათუმში და თელავში არსებულ 10-ივე სერვის ცენტრში „ვისოლის“ აპლიკაციით, წლის ბოლომდე, საავტომობილო პროდუქტებზე 25%-მდე ფასდაკლებას და გასამმაგებულ ქულებს სთავაზობს.

„ვინტო“ დღეს ყველაზე სწრაფი, ყველაზე ხელმისაწვდომი და სანდო ავტოსერვისია საქართველოში. საერთაშორისო გამოცდილებამ და პროფესიონალთა გუნდმა მოგვცა შესაძლებლობა შეგვექმნა მომსახურების ისეთი სტანდარტი, რომელსაც დღეს უკვე 100 000-მდე მომხმარებელი ენდობა. 400 000-მდე გაწეული მომსახურება, 30 მილიონ ლიტრამდე რეალიზებული საცხებ-საპოხი მასალა, 1 მლნ-მდე რეალიზებული საბურავი, 500 000-მდე რეალიზებული აკუმულატორი და გაყიდვების სხვა მაჩვენებლები, ადასტურებს, რომ „ვინტო“ სანდო და ძლიერი ავტოსერვისია და სწორედ ეს გვაძლევს სტიმულს კიდევ უფრო მეტს მივაღწიოთ, რომ გავზარდოთ ერთგულ მომხმარებელთა რიცხვი. „ვინტოს“ სერვისცენტრები, ძირითადად, „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებზე ვითარდება, შესაბამისად, მომხმარებელთა „კეთილი მგზავრობისთვის“ ავტომობილის სწრაფ გამართვაზე საქართველოს ყველა დიდ ქალაქში ზრუნავს“, – აცხადებს „ვინტოს“ აღმასრულებელი დირექტორი ნიკა ხოდელი.

„ვინტო“ 25-ზე მეტი საერთაშორისო ბრენდის პროდუქტს წარმოადგენს საქართველოში, როგორიცაა ფრანგული Total Energie-ის და პოლონური Orlen Oil-ის საავტომობილო ზეთები, ფინური Nokian-ის და იტალიური Pirelli-ს საბურავები, ბულგარეთში წარმოებული Eurokraft-ის ბრენდის აკუმულატორები, ბერძნული Fi.Ba-ს სამუხრუჭე ხუნდები, ფრანგული Michelin-ის მინის საწმენდები და ავტომობილის მოვლის სხვა საშუალებები. მომხმარებელი სასურველ პროდუქტს ნებისმიერ საფასო კატეგორიაში შეარჩევს, რაც „ვინტოს“ მნიშვნელოვანი კორპორაციული უპირატესობაა ბაზარზე.

„საიუბილეო კამპანიას „ვინტო“ ახალი სათქმელით – „ასე მალე?!“ შლის, რომლის მიზანი ადგილობრივ ბაზარზე ბრენდის ცნობადობის მეტად ამაღლებაა და ჩვენი ძირითადი უპირატესობის – სერვისის სისწრაფის ხაზგასმაა, ხელმისაწვდომ ფასებთან ერთად. გვსურს „ვინტო“ ასოცირდებოდეს არა მხოლოდ სისწრაფესთან, არამედ კომფორტთან, ხელმისაწვდომ ფასებთან და მუდმივ განვითარებასთან,“ – აცხადებს „ვინტოს“ მარკეტინგის დირექტორი გიორგი (დაჩი) გოგიაშვილი.

პროფესიონალი პერსონალი, სწრაფი სერვისი, რომელიც არ საჭიროებს 25 წუთზე მეტ დროს, მომხმარებლისთვის კომფორტული მოსასვენებელი/მოსაცდელი სივრცე ყველა ფილიალში, მოქნილი სამუშაო განრიგი, პროდუქტების ფართო არჩევანი და ავტომომსახურების 15 წლიანი გამოცდილება „ვინტოსთვის“ ამბიციური განვითარების მყარ საფუძველს წარმოადგენს.

„ვინტო“ „ვისოლ ჯგუფის“ ლოიალობის სისტემაშია ჩართული და „ვისოლის“ აპლიკაციით ერთგულ მომხმარებლებს საწვავზე 15, 20, 25%-იანი ფასდაკლების მიღების შესაძლებლობასთან ერთად, „ვინტოში“ ბონუს ქულების დაგროვების, ქულებით „ვინტოს“ პროდუქტების შეძენის და პროდუქტებსა, თუ მომსახურებაზე მუდმივი 10, 12, 15%-იანი  ფასდაკლებით სარგებლობის საშუალებასაც აძლევს.  

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g