ფეხბურთელ ლუკა გადრანის ძმა, გიორგი გადრანი დაოჯახდა.
გიორგი ასევე ფეხბურთელია, ის ყაზახეთის გუნდში „ატირაუ“ თამაშობს.
მისი რჩეული ლიკა ჯაჯვანია.
„უბედნიერესი ვარ შენს გვერდით, მიყვარხარ, მუდამ მეყვარები“ – წერს ლიკა ჯაჯვანი.
ქორწილში პატარძლის მიერ შესრულებულმა ქართულმა ცეკვამ დიდი მოწონება და ოვაციები დაიმსახურა.
„ულევ ბედნიერებას გისურვებთ“, „ფერიასავით ლამაზია“, – წერენ სოციალურ ქსელში.
„ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი საუკეთესო დღე, მიყვარხარ და შენით ბედნიერი ვარ“, – წერს ლუკა გადრანი და ქორწილის ულამაზეს კადრებს აზიარებს.
შეგახსენებთ, ლუკა გადრანი ასევე ყაზახეთის გუნდში თამაშობს. 2024 წელს სასექტემბრო მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებში გამოიძახეს.
