თელავში, 3 წლის ბავშვს ავტომანქანა დაეჯახა – არსებული ინფორმაციით, შემთხვევა აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
ადგილობრივ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებული ბავშვი კლინიკაშია გადაყვანილი და მას მოტეხილობები არ უფიქსირდება.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
