LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ღიად ვამბობ ხოლმე. მე, უშვილო ადამიანს, რატომ მეკითხებით შვილებს როგორ უნდა მოვეპყრათ“ – რას საუბრობს თამარ გაგოშიძე

343
2025-12-07_00-36-03_277421

თამარ გაგოშიძე უშვილო და გაუთხოვარი ქალების შესახებ საუბრობს.

ფსიქოლოგი აღნიშნავს, რომ ეს თემა საქართველოში ერთგვარი სტიგმაა.

მისივე თქმით, ის, რაც ადამიანის ცხოვრებაში ხდება, ყოველთვის არჩევანია.

„უშვილო და განსაკუთრებით გაუთხოვარი ქალი საქართველოში არის სტიგმა. ეგეთი უვარგისი ხარ, რომ ერთი ვიღაც ვერ იშოვე გვერდზე?, ან რა არის შვილი არ უნდა გყავდეს?. ერთი რამე მინდა ვთქვა, რომ ეს ყოველთვის ჩვენი არჩევანია. ვიღაცეები მეტყვიან, რომ ცხოვრებამ არ გაუმართლა. ბედისწერის არ მჯერა. რა უცნაურია, ხომ. წესით უნდა მჯეროდეს.

ღვთის განგებულების მჯერა, მაგრამ ეგ ბედისწერა არ არის. ბედი არ მოადგა კარზე და რა შუაშია აქ შენი გადაწყვეტილება. ის, რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება ყოველთვის ჩვენი არჩევანია. გვქონდა გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა, თუმცა ეს არ გავაკეთეთ.

ხშირად ღიად ვამბობ ხოლმე, მე, უშვილო ადამიანს, რატომ მეკითხებით შვილებს როგორ უნდა მოვეპყრათ. რა ნდობას უნდა იწვევდეს ჩემი რჩევა. შვილები არ მყოლია არასდროს და რა ჭკუას გასწავლით. ვფიქრობ, ჩემი რჩევები პრაქტიკულია“, – ამბობს თამარ გაგოშიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g