LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბილწსიტყვაობა ფიზიკურ შედეგებს აუმჯობესებს

120
1366x768_cmsv2_ed05f9d6-e72f-5d7

ლანძღვა-გინება მისაღები სულაც არ არის საზოგადოებაში, თუმცა მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ეს შესაძლოა ფიზიკური მაჩვენებლების გაუმჯობესების გასაღები იყოს.

ჟურნალ American Psychologist-ში გამოქვეყნებულმა ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ბილწსიტყვაობა ეხმარება ადამიანებს ფიზიკური დავალებების უკეთ შესრულებაში: მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ თავს უფრო თავდაჯერებულად და კონცენტრირებულად გრძნობდნენ.

როდესაც გინების ცდუნებას წააწყდებით, მკვლევარები გვირჩევენ, თავი არ შეიკავოთ.

კვლევის წამყვანმა ავტორმა, რიჩარდ სტივენსმა, დიდი ბრიტანეთის კილის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის უფროსმა ლექტორმა, განაცხადა:
„ბევრ სიტუაციაში ადამიანები, შეგნებულად თუ არაცნობიერად, თავს იკავებენ თავიანთი სრული ძალის გამოყენებისგან“.
გინება არის მარტივი და ხელმისაწვდომი გზა, რათა დაეხმაროთ საკუთარ თავს იყოთ უფრო კონცენტრირებული, თავდაჯერებული, ნაკლებად გაფანტული და იმოქმედოთ მეტი გამბედაობით“.

კვლევა ეფუძნება კვლევების ფართო ნაკრებს, რომლებმაც უკვე დაადგინეს კავშირი გინებასა და გაუმჯობესებულ ფიზიკურ მაჩვენებლებს შორის. თუმცა, პირველად, მეცნიერებმა ამ ურთიერთობის მექანიზმზე ფოკუსირება გადაწყვიტეს.

„ბილწსიტყვაობით ვათავისუფლებთ სოციალურ დათრგუნვას და საშუალებას ვაძლევთ საკუთარ თავს, უფრო ეფექტურად ვიმოქმედოთ სხვადასხვა სიტუაციაში“, – თქვა სტივენსმა.

ორ ცალკეულ ექსპერიმენტში, 192 მონაწილეს სთხოვეს, რომ აზიდვების შესრულებისას ყოველ ორ წამში ერთხელ გაემეორებინათ არჩეული გინება ან ნეიტრალური სიტყვა.

შემდეგ მკვლევარებმა მონაწილეებს სთხოვეს, ეპასუხათ კითხვებზე დავალების შესრულების დროს მათი მდგომარეობის შესახებ, მაგალითად, რამდენად კონცენტრირებული და თავდაჯერებული იყვნენ, ან რამდენად სახალისო იყო ვარჯიში.

საერთო ჯამში, ისინი, ვინც ილანძღებოდნენ, გაცილებით დიდხანს ახერხებდნენ სხეულის წონის შენარჩუნებას, ვიდრე ისინი, ვინც ნეიტრალურ სიტყვებს იმეორებდნენ.

„ეს ხსნის, თუ რატომ არის გინება ასე გავრცელებული“, – თქვა სტივენსმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები