თბილისი საცობების ინდექსში 340 ქალაქს შორის 171-ე ადგილზეა. ასეთი შედეგები დადო კვლევითმა ორგანიზაცია Numbeo-მა, რომელმაც განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. სრული შედეგების ნახვა შეგიძლიათ აქ.
საცობების ინდექსის მაჩვენებელი თბილისში 138.3-ად შეფასდა. ამასთან, რეგიონის სამეზობლოში ვჯობნით ბაქოს (143-ე ადგილი) და ჩამოვრჩებით ერევანს (273-ე ადგილი).
მსოფლიოს 340 ქალაქს შორის შედგენილ რეიტინგში პირველ ადგილზეა ლაოსი (ნიგერია), ანუ აქ არის ყველაზე გადატვირთული მოძრაობა, ხოლო ყველაზე თავისუფალია ტარტუში (ესტონეთი).
