ამერიკაში მცხოვრები მომღერალი ნინი შერმადინი საზოგადოებას შობის დღესასწაულს საკუთარი საავტორო სიმღერით ულოცავს.
მომღერალმა სოციალურ ქსელში შობის მილოცვა გამოაქვეყნა და მსმენელს საკუთარი საავტორო კომპოზიცია გაუზიარა, რომელიც რამდენიმე წელია YouTube არხზეა ხელმისაწვდომი.
„ჩემი საავტორო სიმღერით გილოცავთ შობას. დაე სიყვარული იშვას ჩვენს გულებში“, – წერს ნინი შერმადინი.
სიმღერაზე „Give Me Love for Christmas“, რომლის ტექსტისა და მუსიკის ავტორი ნინი შერმადინია, მომღერალმა ირაკლი შარაძესთან ერთად იმუშავა.
