როგორ მოვიქცეთ სწორად დღესასწაულების შემდგომ და როგორ დავიკლოთ გადატვირთული კვების შედეგად მომატებული კილოგრამები?
ფიტნეს ტრენერი, კვების სპეციალისტი სანდრო გოგოხია სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას აქვეყნებს და რეკომენდაციებს გვიზიარებს:
„მორჩა დღესასწაულები, შეშუპდი? დაიღალე? მძიმედ ხარ? – რა ვქნათ:
პირველი – მთავარია არ იდარდო, გაივლის ყველანაირი ცუდი შეგრძნება.
მეორე – აღარ გააგრძელო მთელი თვის განმავლობაში.
მესამე – არ აიწონო, ჩვეულ რეჟიმს რომ დაუბრუნდები, 5-7 დღეში დადექი სასწორზე.
მეოთხე – დალიე წყალი, ელექტროლიტებიც კარგი ვარიანტია.
მეხუთე – არავითარი შიმშილი, დაუბრუნდი ცილას პირველ რიგში ამდენი ნიგვზიანისა და ტკბილეულის შემდეგ.
მეექვსე – არანაირი დასჯის ვარჯიში დღეში ორჯერ ან სამჯერ. დაიწყე ვარჯიში ჩვეულად ან თუ ენერგია არ გაქვს უფრო ნაკლებით.
მეშვიდე – დაისვენე ალკოჰოლისგან, სასურველია არც ერთი ჭიქა არ მიიღო.
მერვე – კუჭი გადიდებულია, ამიტომ შიმშილის გრძნობა გარდაუვალია“, – ამბობს სანდრო გოგოხია.
