ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემის – „სიცრუის დეტექტორის“ წამყვანს, მსახიობ გიორგი გასვიანს, გადაცემის 2026 წლის პირველი ეპიზოდის დასასრულს, მეუღლემ და შვილმა სიურპრიზი მოუწყვეს და გადაცემაში ესტუმრნენ.
როგორც გიორგი გასვიანმა აღნიშნა, ეს სტუმრობა მისთვის ძალიან მოულოდნელი და სასიხარულო აღმოჩნდა.
პატარა გალა გასვიანმა გადაცემის აღნიშნულ ნაწილში პლანეტებზე ისაუბრა და ციურ სხეულებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვებს უპასუხა. ასევე, როგორც აღმოჩნდა, გალას ძალიან უყვარს მათემატიკა.
„მე მგონია, ჩემი გადაცემის ყველაზე ლოგიკური და თბილი დასასრულია“ – აღნიშნა გიორგი გასვიანმა.
