მომღერალი, ჯგუფ „ფორტეს“ წევრი ზურა მანჯავიძე ჟურნალ „თბილისელების“ ახალ ნომერში, რუბრიკის – „საზეიმო განწყობის“ სტუმარია.
ზურა მანჯავიძე ინტერვიუში ახალი წლის ტრადიციებსა და გასული წლის მნიშვნელოვან ამბებზე საუბრობს. როგორც მომღერალი აღნიშნავს, 2025 წელი მისთვის გამორჩეული იყო ორი ფაქტით – სწორედ ამ წელს შეეძინა მას შვილიშვილი და ამასთან, ოჯახი შექმნა მისმა ქალიშვილმა.
„პატარა ანგელოზი“ – ზურა მანჯავიძის შვილიშვილის, აიკოს პირველი ფოტოსესია
„წელს შვილიშვილი შემეძინა, ბაბუა გავხდი… კიდევ ჩემი გოგონა გათხოვდა. ბაბუა და სიმამრი ერთდროულად გავხდი. ასევე, წელს დაიწყო ჩემი – „ზურას შოუ“. ბევრი გასვლა მქონდა როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში. მოკლედ კარგი და საინტერესო წელი მქონდა“, – ამბობს ზურა მანჯავიძე.
მომღერალი ასევე საუბრობს, თუ როგორია ბაბუისა და სიმამრის ამპლუაში ყოფნა.
„[ბაბუის ამპლუაში ყოფნა] საოცრებაა. რა თქმა უნდა, ყველა იმავეს იტყვის და არც მე ვიქნები განსხვავებული, ისედაც არ ვარ დალაგებული და ახლა მთლად ჭკუიდან ვარ გადასული ამ პატარა არსებით. ეს საოცარი ეტაპია ცხოვრებაში. ძალიან საყვარელი, დადებითი ბავშვია, სულ იცინის ჩემი ყველა შვილისგან განსხვავებით, რომლებიც ძირითადად, ტირილზე და ცუდად მოქცევაზე იყვნენ ორიენტირებული…
ვიდეო: „ბაბუს ცხოვრება გქვია სახელად…“ – ზურა მანჯავიძემ შვილიშვილს სიმღერა მიუძღვნა
[სიმამრის ამპლუაში] ამისთვის კარგა ხანია ფსიქოლოგიურად მოვიმზადე თავი. ჩვენ მანამდე გავიცანით ერთმანეთი და შეიძლება ითქვას, რომ დავმეგობრდით. ვეცდები, რომ სიძე-სიმამრული კი არა, მეგობრული ურთიერთობა გვქონდეს“, – ამბობს ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში ზურა მანჯავიძე.
