LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფრედი მერკურის ქალიშვილი 48 წლის ასაკში გარდაიცვალა – ვრცელდება დეტალები

3369
page

ლეგენდარული ჯგუფ Queen-ის ფრონტმენის, ფრედი მერკურის ქალიშვილი 48 წლის ასაკში გარდაიცვალა. მიზეზი იშვიათი ონკოლოგიური დაავადებაა, რომელსაც ის ხანგრძლივი დროის განმავლობაში ებრძოდა.

როგორც Daily Mail იუწყება, ფრედი მერკური შვილს განსაკუთრებული სიყვარულით მოიხსენიებდა და მას „ბიბის“ და „ჩემს საგანძურს“ უწოდებდა.

გამოცემის ინფორმაციით, მუსიკოსმა მასზე რამდენიმე სიმღერაც კი დაწერა, მათ შორის, Bijou და Don’t Try So Hard.

ბიბის არსებობა საზოგადოებისთვის გასულ ზაფხულს გახდა ცნობილი, როდესაც ავტორმა ლესლი ენ ჯონსმა გამოაქვეყნა სკანდალური ბიოგრაფია Love, Freddie. წიგნის მიხედვით, მერკურის 1976 წელს, დაქორწინებულ ქალთან ურთიერთობის შედეგად, შვილი შეეძინა. მისი არსებობა წლების განმავლობაში მკაცრად იყო გასაიდუმლოებული.

ფრედი მერკურის ბიოგრაფიული წიგნიდან ირკვევა, რომ მას ქალიშვილი ჰყავს – რას ჰყვება ლეგენდარული არტისტის ერთადერთი შვილი

„ბიბი ახლა თავის საყვარელ მამასთან არის, ფიქრების სამყაროში. მისი ფერფლი ალპებზე გაიფანტა“, – აღნიშნა ბიბის მეუღლემ, თომასმა.

ცნობისთვის მას მას ორი შვილი 9 და 7 წლის ვაჟები დაჩა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები