LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დიდი გულისტკივილით ვემშვიდობებით წარმატებულ და განათლებულ ახალგაზრდას, გიორგი თოიძეს, რომელსაც უამრავი კეთილი სურვილი, ნატვრა თუ ოცნება დარჩა განუხორციელებელი“ – ვეკუას სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

8506
გიორგი თოიძე

ვეკუას სკოლა სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს – სასწავლო დაწესებულების ცნობით, გარდაიცვალა მათი სკოლის კურსდამთავრებული, გიორგი თოიძე.

„42-ე სკოლა დიდი გულისტკივილით ემშვიდობება კიდევ ერთ საუკეთესო კურსდამთავრებულს, წარმატებულ და განათლებულ ახალგაზრდას, გიორგი თოიძეს, რომელსაც უამრავი კეთილი სურვილი, ნატვრა თუ ოცნება დარჩა განუხორციელებელი.

თანავუგრძნობთ გიორგის ოჯახს, სკოლას, მეგობრებსა და ყველა იმ ადამიანს, ვისაც ის უყვარდა.

გამოსვენება შაბათს, 14:00 საათზე სიონის ტაძრიდან“, – წერია ვეკუას სკოლის მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილში.

42-ე სკოლა დიდი გულისტკივილით ემშვიდობება კიდევ ერთ საუკეთესო კურსდამთავრებულს, წარმატებულ და განათლებულ ახალგაზრდას,…

Posted by ვეკუას სკოლა / Vekua’s School on ხუთშაბათი, 15 იანვარი, 2026
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g