LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის მერია: „თბილისში და შემოერთებულ ტერიტორიებზე გზების ტექნიკური მარილით დამუშავება ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება“

115
თბილისის მერია

„უხვი ნალექის გამო თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები კვლავ საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. 17 იანვრის საღამოდან დღემდე უწყვეტად იწმინდება გზები დედაქალაქში და შემოერთებულ ტერიტორიებზე“, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის პრესსამსახურის ცნობით, მთელი ღამის განმავლობაში ტექნიკური მარილით მუშავდებოდა როგორც ცენტრალური, ისე მეორე და მესამეხარისხოვანი ქუჩები.

„სამუშაო პროცესში ჩართულია 100 ერთეულზე მეტი სპეცმანქანა და 400-ზე მეტი თანამშრომელი.

„თბილსერვის ჯგუფის“ წარმომადგენლებთან ერთად, მობილიზებულები არიან დედაქალაქის რაიონული გამგეობებისა და მერიის შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები. ხდება მუდმივი მონიტორინგი, უბნების შემოვლა და შესაბამისი რეაგირება.

საგზაო-სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხების შემთხვევაში, ინფორმაციის მოწოდება შეგიძლიათ „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე – 2 61 90 50 და თბილისის მერიის ცხელ ხაზზე – 2 72 22 22“, – წერია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g