LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თინა ბოკუჩავა: „ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში შეშფოთების საგანია ივანიშვილის რეჟიმის მიერ მოსახლეობის წინააღმდეგ შესაძლო ქიმიური იარაღის გამოყენება“

110
თინა ბოკუჩავა

„დღეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ყველაზე დიდი შეშფოთების საგანი არის შესაძლო ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ ცნობები, რომელიც ივანიშვილის რეჟიმმა საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ, პროევროპული დემონსტრაციების დროს გამოიყენა“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატებთან ერთად გამართული ბრიფინგის შემდეგ განაცხადა.

თინა ბოკუჩავას თქმით, დემოკრატიულ პოლიტიკურ ძალებს აქვთ შესაძლებლობა, რომ ასამბლეაში საქართველოს ინტერესები წარმოაჩინონ.

„მაშინ, როდესაც ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლები აღარ იმყოფებიან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, დემოკრატიულ პოლიტიკურ ძალებს გვაქვს შესაძლებლობა, რომ წარმოვადგინოთ ჩვენი ხალხის, ჩვენი ქვეყნის ინტერესები ამ უმნიშვნელოვანეს ასამბლეაში. დღეს ყველაზე დიდი შეშფოთების საგანი აქ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, არის შესაძლო ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ ცნობები, რომელიც ივანიშვილის რეჟიმმა გამოიყენა საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ, პროევროპული დემონსტრაციების დროს. ჩვენ, რა თქმა უნდა, აქტიურად ვმუშაობთ ერთობლივი ძალისხმევით ყველა პოლიტიკურ ჯგუფთან, სხვადასხვა ეროვნულ დელეგაციებთან იმისთვის, რომ ყველა საერთაშორისო ინსტრუმენტი იქნას გამოყენებული და პასუხისგებაში იქნან მიცემული ის ადამიანები, ვინც გასცეს ბრძანება, ვინც შეასრულეს და ნებისმიერი ფორმით მონაწილეობა მიიღეს ამ უმძიმეს დანაშაულში. საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენება ომის დანაშაულად ითვლება საერთაშორისო სამართალში“, – თქვა თინა ბოკუჩავამ.

შეგახსენებთ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატებმა, საქართველოს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოში აქციების დასაშლელად აკრძალული ქიმიური ნივთიერების სავარაუდო გამოყენებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს. მათი განცხადებით, ისინი აღნიშნულ თემაზე საერთაშორისო გამოძიების ჩატარებას ითხოვენ და ამბობენ, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლაში ქართველი ხალხის გვერდით დგანან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g