რატომ ხდება, რომ ადამიანები ხშირად სწორედ მაშინ არღვევენ საკუთარ სიმშვიდესა და სტაბილურობას, როცა ცხოვრებაში ყველაფერი კარგად მიდის? ამ კითხვაზე ასტროლოგი რამაზ გიგაური ფსიქოლოგიური არქეტიპების კონტექსტში სცემს პასუხს.
რატომ ვანგრევთ ყველაფერს ზუსტად მაშინ, როცა ბედნიერები ვართ?
„ოდესმე გქონიათ განცდა, რომ თქვენში ორი ადამიანი ცხოვრობს? ერთი — ზრდასრული, პასუხისმგებლიანი და მოწესრიგებული, რომელიც გეგმავს მომავალს. მაგრამ არის მეორეც — პატარა, ურჩი „ხულიგანი“, რომელიც ზუსტად მაშინ იღვიძებს, როცა ყველაფერი იდეალურადაა.
გაიხსენეთ: მნიშვნელოვან შეხვედრაზე ხართ და უცებ სიცილის დაუძლეველი სურვილი გკლავთ. ან გაქვთ მშვიდი ურთიერთობა, მაგრამ უმიზეზოდ „აყირავებთ“ ყველაფერს, თითქოს ეს სიმშვიდე გაღიზიანებთ.
რატომ ვხდებით საკუთარი თავის მტრები?
ფსიქოლოგია ამას „ტრიქსტერის არქეტიპს“ უწოდებს. ეს არ არის სიგიჟე. ეს თქვენი ფსიქიკის ყველაზე პარადოქსული ფიგურაა, რომელიც მოდის, რათა დაანგრიოს თქვენი „იდეალური იმიჯი“ და დაგაბრუნოთ რეალობაში“, – წერს რამაზ გიგაური.
