„ტვ პირველი“ გვაცნობს ჰამლეტ გონაშვილის შვილიშვილებს, იოანესა და ნინას, რომლებიც ცნობილი ბაბუას გზას გაჰყვნენ.
„ჩვენი ბაბუა იყო ჰამლეტ გონაშვილი. ის იყო ცნობილი მომღერალი, კარგი ხმა ჰქონდა. ერთხელ უცხოეთში წავიდნენ, სადაც რობოტი ყველა ხმას იმეორებდა, მაგრამ ბაბუას ხმა ვერ გაიმეორა და გაფუჭდა. ზოგს ეგონა, რომ ბაბუას ყელში რადიო ჰქონდა ჩადებული…“, ამბობს იოანე გონაშვილი ჟურნალისტთან საუბრისას.
იოანე და ნინა სპეციალურად ტელეკამერის წინ ამღერდნენ.
