LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი დანაშაული, რომ ერთ შვილზე მეტი არ გავაჩინე, ქეთიმ გამოასწორა… ჩემი სიძე ძალიან კარგი მამაა, მზრუნველი და ყურადღებიანი…“ – რას ამბობს სიძესა და ქალიშვილზე ნანა ლორთქიფანიძე

2691
page

მსახიობი ნანა ლორთქიფანიძე თავისი ოჯახის და ქალიშვილის, ქეთი წიქვაძის შესახებ საუბრობს. ქეთისა და ნიკა არველაძეს მცირე ხნის წინ შვილი შეეძინათ, რომელსაც ცნობილი ბაბუას სახელი, რეზი დაარქვეს. ნანა ლორთქიფანიძე ჟურნალ „სარკეს“ ესაუბრა.

„ჩემმა ქალიშვილმა 46 წლის ასაკში გამხადა ბებია, რისთვისაც მადლობელი ვარ. ჩემი დანაშაულია, ერთ შვილზე მეტი რომ არ გავაჩინე და ჩემი ეს დანაშაული ქეთიმ გამოასწორა. მან მაქსიმუმი გააკეთა და სამი შვილიშვილი აჩუქა. სამივე ძალიან კარგები, თბილები და საყვარლები არიან. უფროსი 17 წლისაა, უმცროსი – 14-ის, რეზი კი ჯერ პატარაა.

ქეთი როგორი დედაა?

ქეთი ყოველთვის აქტიური დედაა. ძიძა ყოველთვის გვერდით გვყავდა და გვყავს, მაგრამ ეს ის შემთხვევა არ არის, დედები ძიძას რომ გადაულოცავენ ბავშვს და შვილებს მხოლოდ მძინარე მდგომარეობაში ხედავენ. ქეთი ყველაფერს აკეთებდა და აკეთებს თავისი შვილებისთვის, მხოლოდ საჭმელს არ ამზადებს.

თქვენს სიძეზე, ნიკა არველაძეზე რას გვეტყვით, რამდენად არის ჩართული შვილის მოვლაში?

ნიკა ძალიან კარგი მამაა, მზრუნველი და ყურადღებიანი.

magti 5g