მომღერალი დათო კენჭიაშვილი ჟურნალ „თბილისელებთან“ იხსენებს, რომ რამდენჯერმე სიკვდილს გადაურჩა.
ღმერთი ჩემთან ახლოს არის. მე მის არსებობას ყოველთვის ვგრძნობ. უფალმა ძალიან ბევრჯერ გადამარჩინა სიკვდილს.
რას გულისხმობთ?
ჩემი მეგობარი ცხოვრობდა საზღვარგარეთ. მასთან სტუმრად ჩავედი და დარჩენას ვგეგმავდი, თუმცა ისე დაემთხვა, რომ ზუსტად იმ დროს ჩემი დისშვილი იბადებოდა და დაბრუნება გადავწყვიტე. ჩამოვედი და მეორე დღეს გავიგე, რომ ჩემი მეგობარი საკუთარ სახლში უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად ჩაცხრილეს.
იყო კიდევ ერთი შემთხვევა: მარჯანიშვილის ხიდის ქვეშ მოვდიოდი მანქანით. საბჭოური ავტომობილის გვერდით ვიდექი დაახლოებით 15-17 წუთი საცობის გამო და რაღაც მომენტში, 3-4 მეტრით გავცდი, ის მანქანა აფეთქდა…
ამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მე მწამს და შინაგანადაც ვგრძნობ, რომ დედა მუდმივად ჩემ გვერდითაა და მეხმარება. ხუთი წლის წინ გარდაიცვალა, მაგრამ მის არსებობას მუდამ ვგრძნობ…“
