LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი შვილი რაღაც უჩვეულო, უხერხულ მოძრაობებს აკეთებს, რა არის ამის მიზეზი??…გახშირდა ეს კითხვა მშობლებისგან“ – ინგა მამუჩიშვილის სასარგებლო რჩევა

2041
2026-02-09_00-25-03_719194

პედიატრი ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში მშობლებს მორიგ სასარგებლო რჩევას უზიარებს.

„ჩემი შვილი რაღაც უჩვეულო, უხერხულ მოძრაობებს აკეთებს, რა არის ამის მიზეზი??-გახშირდა ეს კითხვა მშობლებისგან…მიზეზი ბავშვთა ონანიზმია ანუ თვითსტიმულაცია რაც ბავშვის მიერ საკუთარი სხეულის გარკვეული ნაწილის (ხშირად სასქესო მიდამოს) შეხებით ხდება სიამოვნების ან თვითდამშვიდების მიზნით!!!.

ეს შეიძლება გამოვლინდეს ჩვილობიდანვე და უმეტეს შემთხვევაში არ არის დაავადება და არ უკავშირდება სექსუალურ ქცევას უფროსების გაგებით. ამ დროს ხდება სხეულის შეცნობა ისევე როგორც ხელების, ფეხების ან სახის შესწავლა,
თვითდამშვიდება-დაძაბულობის, სტრესის, დაღლილობის მოწყენილობის ან ყურადღების ნაკლებობისას! შეიძლება იყოს ძილის წინ დამამშვიდებელი რიტუალი,
სენსორული სიამოვნება რაც სრულიად ფიზიოლოგიური რეაქციაა!!!

განსაკუთრებით ხშირია 6 თვიდან -4-5 წლამდე ასაკში!!! როგორ შეიძლება გამოვლინდეს? შეიძლება გამოვლინდეს.
ფეხების ერთმანეთზე ხახუნით,სხეულის დაჭიმვით,სახის წამოწითლებით,უაზრო გამომეტყველებით!!!ხშირად მშობლებს ეს კრუნჩხვას ან ნევროლოგიურ პრობლემას აგონებთ, მაგრამ ბავშვი ცნობიერებას არ კარგავს,
რეაგირებს შეხებაზე.

ყურადღების გადატანით ქცევა წყდება!!! ეს პროცესი ნორმად ითვლება როდესაც ბავშვი ასაკის შესაბამისად ვითარდება,ქცევა ხდება იშვიათად,არ იწვევს ტკივილს ან დაზიანებას,არ ახლავს სხვა საეჭვო სიმპტომები!!!

უმეტეს შემთხვევაში ეს ეტაპი თავისით ქრება!!! როდის მივმართოთ ექიმს???ქცევა ძალიან ხშირია და აკვიატებულ ხასიათს ატარებს! ბავშვი ხშირად იზოლირდება ვლინდება აგრესია, შეინიშნება გენიტალიების გაღიზიანება(ტრავმა),
თან ახლავს განვითარების შეფერხება.
არსებობს ეჭვი სტრესზე, ან ძალადობაზე.

ასეთ დროს საჭიროა პედიატრის შეფასება, ზოგჯერ -ბავშვთა ნევროლოგის ან ფსიქოლოგის ჩართვა. როგორ უნდა მოვიქცეთ???? არ შევარცხვინოთ, არ დავამციროთ,
არ ვუყვიროთ და არ დავსაჯოთ,არ ვუწოდოთ “ცუდი ქცევა”
მშვიდად გადავიტანოთ ყურადღება
შევთავაზოთ თამაში, ჩახუტება, აქტივობა
დავიცვათ დღის რეჟიმი
შევამციროთ სტრესი
შევუქმნათ უსაფრთხო და თბილი გარემო.

რაც უფრო მშვიდია მშობელი, მით უფრო სწრაფად ქრება ქცევა!!! გახსოვდეთ რომ –ბავშვთა ონანიზმი უმეტესად განვითარების ფაზაა და არა პრობლემა.
თუ კითხვები გიჩნდებათ, დარდობთ და განიცდით ამ ფაქტს, გირჩევთ რომ კითხოთ თქვენს ექიმს, ნევროლოგს, ფსიქოლოგს, რომლებიც მოგცემენ კვალიფიციურ განმარტებას და რჩევა-დარიგებას ამ საკითხთან დაკავშირებით“, – წერს ინგა მამუჩიშვილი.

„ამ ვირუსულ ინფექციებს შორის ყველაზე რთული მიმდინარეობა აქვს გრიპის ვირუსს!“ – პედიატრი, ინგა მამუჩიშვილი მშობლებს მიმართავს

„ბავშვის ფსიქიკა ჯერ არ არის მზად მუდმივი შეფასებისთვის, ლაიქების, კომენტარებისა და აუდიტორიისთვის. თუ ბავშვი მონაწილეობს სოციალურ სივრცეში, ეს უნდა იყოს იშვიათი“ – ინგა მამუჩიშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g