LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვერცხის მწარმოებელი კომპანია „დილას“ დირექტორი: კვერცხზე ფასის 2 თეთრით დაწევა გარღვევას არ ნიშნავს – ეს ის მაჩვენებელი არ არის, რომელიც მოსახლეობას იმის თქმის საშუალებას მისცემს, რომ კვერცხზე ფასი დაიწია

110
გია ლობჟანიძე (1)

კვერცხზე ფასის 2 თეთრით დაწევა გარღვევას არ ნიშნავს – ეს ის მაჩვენებელი არ არის, რომელიც მოსახლეობას იმის თქმის საშუალებას მისცემს, რომ კვერცხზე ფასი დაიწია, – ამის შესახებ კვერცხის მწარმოებელი კომპანია „დილას“ დირექტორმა გია ლობჟანიძე პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე განაცხადა.

გია ლობჟანიძემ დროებითი კომისიის სხდომაზე კვერცხის დღგ-ს გადასახადისგან გათავისუფლების საჭიროებაზე გაამახვილა ყურადღება.

„რა თქმა უნდა, პრობლემები, რაც გვესმის, რეალურად არსებობს. ამ კამპანიის დაწყების დღიდან ჩვენი დარგი ყოველთვის იმაზე ფიქრობდა, რა საქმიანი წინადადებები მოემზადებინა და წამოეყენებინა იმისთვის, რომ გარღვევა ყოფილიყო.

კვერცხზე ფასის 2 თეთრით დაწევა გარღვევას არ ნიშნავს. ეს ნიშნავს უბრალოდ ფასის დაწევას. ეს ის მაჩვენებელი არ არის, რომელიც მოსახლეობას იმის თქმის საშუალებას მისცემს, რომ კვერცხზე ფასი დაიწია.

იმ მწირე შესაძლებლობებიდან გამომდინარე, რაც ჩვენს კომპანიას და ალბათ, დარგს აქვს, შემიძლია ვთქვა შემდეგი: – პირველ რიგში, სამართლიანობის აღდგენა იქნება დღგ-ს საკითხი კვერცხთან და ქათამთან დაკავშირებით.

ისტორიული უსამართლობაა – 13 წელია დირექტორი ვარ და შესაბამისად, ამ საკითხს 13 წელია ვაყენებ, რაზეც საკმაოდ არაერთგვაროვანი პასუხები მიგვიღია. მათ შორის აღმასრულებელი ხელისუფლებიდან იყო საუბარი, რომ აწარმოეთ ბატის კვერცხი და დღგ-დან გაგათავისუფლებთ, ხოლო ქათმის კვერცხს დღგ-დან არ გავათავისუფლებთ, რადგან დღგ შემოდის და ეს სახელმწიფოს სჭირდება.

გასაგებია, სჭირდება სახელმწიფოს, ბიუჯეტიდან პროექტებია დასაფინანსებელი, მაგრამ თუ ჩვენ გარღვევა გვინდა, ეს არის ერთ-ერთი ნაბიჯი, რაც შეიძლება მოხდეს“, – განაცხადა ლობჟანიძემ დროებითი კომისიის სხდომაზე.

გია ლობჟანიძე: ჩვენ რომ გავაძვირეთ კვერცხი, ეს იყო გარდაუვალი აუცილებლობა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ კონკრეტულად ჩემს საწარმოს კვერცხის ერთით თეთრით გაიაფების საშუალება არ აქვს.  თუკი იქნება კომპლექსური მიდგომა, შეგვიძლია დავსხდეთ და დავწიოთ ფასი

პარლამენტში სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის შემსწავლელი დროებითი კომისიის პირველი სამუშაო სხდომა მიმდინარეობს.

დროებითი კომისიის სხდომა ხორცპროდუქტების, რძის პროდუქტების და კვერცხის მწარმოებელი კომპანიების მონაწილეობით იმართება. დღის წესრიგის გათვალისწინებით, ბაზრის სტრუქტურასთან, ფასწარმოქმნის ჯაჭვთან და სექტორის საოპერაციო პროცესებთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g