LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შიდა ქართლში არალეგალური სასაკლაოები და კვერცხის საწარმო გამოვლინდა – რა ინფორმაციას ავრცელებს სურსათის ეროვნული სააგენტო

111
სურსათის ეროვნული სააგენტო

სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა რეგიონში ფრინველთა 8 არალეგალური სასაკლაო და კვერცხის არალეგალური წარმოება გამოავლინეს.

ინფორმაციას ამის შესახებ უწყება ავრცელებს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ინდმეწარმეები ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სურსათის ეროვნული სააგენტოსაგან მინიჭებული სავალდებულო აღიარების გარეშე საქმიანობდნენ.

მათივე ინფორმაციით, არალეგალური საწარმოების გამოვლენის მიზნით, მიმდინარე წელს სახელმწიფო კონტროლი მთელი საქართველოს მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს.

„გამოვლენილ დარღვევებზე კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდა. აღიარებისა და რეგისტრაციის მინიჭებამდე, საწარმოო პროცესი შეუჩერდათ შემდეგ ობიექტებს:

ფრინველთა სასაკლაო – ინდმეწარმე ნ. ზ. (მის: გორის რაიონი, სოფ. კარალეთი) საქმიანობდა სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე, ობიექტზე დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები, დაილუქა ქათმის ტანხორცი;

ფრინველთა სასაკლაო – მ. თ. (მის: გორის რაიონი, სოფ. დიდი გარეჯვარი) საქმიანობდა სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე;

ფრინველთა სასაკლაო – ბ. კ. (მის: გორის რაიონი, სოფ. კარალეთი) საქმიანობდა სავალდებულო აღიარების გარეშე;

ფრინველთა სასაკლაო – გ. ბ. (მის: გორის რაიონი, სოფ. პატარა გარეჯვარი) საქმიანობდა სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე;

კვერცხის წარმოება – ბ. მ. (მის: გორის რაიონი, სოფ. პატარა გარეჯვარი) საქმიანობდა სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე;

ფრინველთა სასაკლაო- გ. მ.(მის: გორის რაიონი, სოფ კარალეთი) საქმიანობდა სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე;

ფრინველთა სასაკლაო – მ. გ. (მის: გორის რაიონი, სოფ. დიდი გარეჯვარი) საქმიანობდა სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე.

ფრინველთა სასაკლაო- ა. ჩ. (მის: გორის რაიონი, სოფ დიდი გარეჯვარი) საქმიანობდა სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე;

ფრინველთა სასაკლაო- “შპს ქათმის ხორცპროდუქტები” ( მის: გორის რაიონი, სოფ კარალეთი) საქმიანობდა სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე;

არალეგალური საწარმოების გამოვლენის მიზნით, მიმდინარე წელს სახელმწიფო კონტროლი მთელი საქართველოს მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს.

სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, დროულად მოითხოვონ სავალდებულო აღიარება, თუ მათი საქმიანობა დაკავშირებულია ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებასთან (გარდა პირველადი წარმოებისა) ან/და გადამუშავებასთან და დადგენილ ვადებში განაახლონ რეგისტრაცია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

🔈 შიდა ქართლში არალეგალური სასაკლაოები და კვერცხის საწარმო გამოვლინდა 👇 🔹 სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის…

Posted by სურსათის ეროვნული სააგენტო / National Food Agency on ოთხშაბათი, 11 თებერვალი, 2026
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g