LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველომ, პირველად, ჩინეთის ფასიანი ქაღალდების ბაზარზე მოიპოვა წვდომა

107
ჩინეთის ბანკთაშორისი ობლიგაციების ბაზარი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს და უმნიშვნელოვანეს საფინანსო ბაზარზე – ჩინეთის ბანკთაშორისი ობლიგაციების ბაზარზე (China Interbank Bond Market – CIBM) მოიპოვა წვდომა.

შედეგად, საქართველოს ეროვნული ბანკი შეუერთდა ცენტრალური ბანკების იმ მცირე ჩამონათვალს, რომელთაც ჩინეთის ბანკთაშორისი ობლიგაციების ბაზარზე ოპერირების საშუალება ეძლევათ.

მიმდინარე წლის თებერვალში, საქართველოს ეროვნული ბანკისთვის გაიხსნა ანგარიშები როგორც ჩინეთის ცენტრალურ ბანკში, ისე ჩინეთის ბანკთაშორისი ობლიგაციების ბაზრის სადეპოზიტორო ინფრასტრუქტურებში.

„აღნიშნულ ბაზარზე წვდომა გააუმჯობესებს საქართველოს ეროვნული ბანკის საინვესტიციო შესაძლებლობებს და ხელს შეუწყობს საერთაშორისო რეზერვების პორტფელის დივერსიფიკაციასა და რისკების მართვის პროცესის ეფექტურობის ზრდას“, – აღნიშნა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g