LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რატომ უნდა ჩავიტარო ინექცია, რატომ უნდა ვებრძოლო იმას, რაც ბუნებრივად მიდის? როცა ტენდენციებს მასობრივად მისდევენ, ადამიანები ერთნაირები ხდებიან“- მაკა ჩიჩუა

215
maka-chichua

საქართველოს ყოფილმა პირველმა ლედიმ – მაკა ჩიჩუამ გადაცემაში „კოტკატსი“ ჯანსაღი ცხოვრების წესის, გარეგნობაზე ზრუნვისა და ესთეტიკური პროცედურების მიმართ საკუთარი დამოკიდებულების შესახებ ისაუბრა.

მისი განცხადებით, იგი არ ემხრობა ინექციურ ჩარევებს მხოლოდ გარეგნობის შესაცვლელად და მიიჩნევს, რომ ბუნებრივი პროცესების წინააღმდეგ ბრძოლა აუცილებელი არ არის.

„რატომ უნდა ჩავიტარო ინექცია, რატომ უნდა ვებრძოლო იმას, რაც ბუნებრივად მიდის. მე ვთვლი, რომ ჰიგიენა მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული და გქონდეს შენი სტილი, ინდივიდუალიზმი, ამაშია მთელი ამბავი. არის ტენდენციები, გთავაზობენ… უკვე აღარ მინდა. როგორც კი მასიურად იწყებენ ამის გამოყენებას ადამიანები, ხდებიან ერთნაირები“, – აღნიშნავს მაკა ჩიჩუა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g