ექიმი ნუტრიციოლოგი, მარი მალაზონია გადაცემაში „პირადი ექიმი მარი მალაზონია“ განმარტავს, რა საკვები ფაქტორებია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ქალის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.
მისი თქმით, თანამედროვე კვლევების მიხედვით, დღეში დაახლოებით 2300 მილიგრამი ნატრიუმი ოპტიმალურ ნორმად მიიჩნევა, თუმცა ასაკის მატებასთან ერთად გულის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით რეკომენდებულია ნატრიუმის რაოდენობის შემცირება დაახლოებით 1500 მილიგრამამდე. შესაბამისად, ასაკის მატებასთან ერთად სასურველია მარილის მოხმარების ეტაპობრივი შეზღუდვა.
მისივე განმარტებით, ქალის ორგანიზმისთვის აუცილებელია დაბალანსებული კვება, რომელიც მოიცავს საკმარის რაოდენობის ცილებს, სწორად შერჩეულ ცხიმებს, რთულ ნახშირწყლებს და მცენარეულ ბოჭკოს. ბოჭკოს რეკომენდებული დღიური რაოდენობა საშუალოდ 25–30 გრამია, თუმცა გარკვეულ ასაკობრივ ჯგუფებში ეს მაჩვენებელი შეიძლება 24–26 გრამამდე შემცირდეს.
