LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე: „საქართველოში ძალიან ბევრი მიმართულებით არის სამუშაო ძალის სერიოზული დეფიციტი და რომ არა უცხოელი მუშახელი, არაერთი პროექტის გაჩერება იქნებოდა აუცილებელი“

120
ირაკლი კობახიძე

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ინტერპელაციის ფორმატში, პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის მოსმენა მიმდინარეობს.

ირაკლი კობახიძე პარლამენტში ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ მიგრაციის საკითხებთან დაკავშირებით მიიწვია. მან დღეს შემდეგ კითხვებს უნდა უპასუხოს: – უცხო ქვეყნის რამდენი მოქალაქე ცხოვრობს საქართველოში; როგორია საქართველოში მცხოვრები უცხოელების თანაფარდობა მოქალაქეობის ქვეყნის მიხედვით; როგორია საქართველოში მცხოვრები უცხოელების თანაფარდობა საქართველოში ყოფნის საფუძვლის, საქმიანობის მიხედვით; აქვთ თუ არა შეფასებული უცხო ქვეყნის რამდენი მოქალაქე იმყოფება საქართველოში არალეგალურად; რა ზომებს ატარებს მთავრობა არალეგალურ მიგრაციასთან საბრძოლველად; რა მიგრაციული გავლენა შეიძლება ჰქონდეს უძრავი ქონების სფეროში ბოლო პერიოდში დაანონსებულ მსხვილ პროექტებს და რამდენად პასუხობს არსებულ გამოწვევებს 2020 წელს საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული „საქართველოს 2021 − 2030 წლების მიგრაციის სტრატეგია“.

„საქართველოში ძალიან ბევრი მიმართულებით არის სამუშაო ძალის სერიოზული დეფიციტი და რომ არა უცხოელი მუშახელი, არაერთი პროექტის გაჩერება იქნებოდა აუცილებელი, – განაცხადა კობახიძემ პარლამენტში, სადაც მას ინტერპელაციის წესით უსმენენ.

კობახიძემ განმარტა, რა ფაქტორები განაპირობებს საქართველოში იმიგრაციას:

„რა განაპირობეს ზოგადად, საქართველოში იმიგრაციას? რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორია. პირველი – საქართველო არის ტურისტული ქვეყანა და ბუნებრივია, ასეთ პირობებში განსაკუთრებულ სირთულეებთან არის დაკავშირებული მიგრაციის მართვა. მოგეხსნებათ, რომ განათლების სისტემა არის გახსნილი ასევე უცხოელებისთვის. საქართველოში დღეს სწავლობს 37 000 უცხოელ სტუდენტი. მესამე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის შრომით მიგრაცია – საქართველოში ძალიან ბევრი მიმართულებით არის სამუშაო ძალის სერიოზული დეფიციტი და რომ არა უცხოელი მუშახელი, არაერთი პროექტის გაჩერება იქნებოდა აუცილებელი, იქიდან გამომიდინარე, რომ ბაზარზე არ არის ქართველი მუშახელი, რომელიც შესაბამის სფეროში იქნებოდა დასაქმებული. ასეთი ინტერესი არ არის. რა თქმა უნდა, არალეგალური მიგრაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაზეც განსაკუთრებული ძალისხმევა არის საჭირო. ამაზეც მოგვიანებით მოგახსენებთ,“ -განაცხადა კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g