LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიაში მამაკაცმა შემთხვევით 20 ცალი ოქროს ზოდი ნაგავში გადააგდო

107
6987072ee96c2

იტალიაში 57 წლის მამაკაცმა თავისი დაუდევრობის გამო კინაღამ დიდი რაოდენობით ოქრო დაკარგა. შემთხვევის შესახებ გამოცემა Corriere della Sera წერს.

მამაკაცმა ძვირფასი ლითონი შემთხვევით ნაგავში გადაყარა. შეცდომა მხოლოდ მეორე დღეს გააცნობიერა და დაუყოვნებლივ პოლიციას მიმართა. თავდაპირველად სამართალდამცველებმა მის მონაყოლს სკეპტიკურად შეხედეს, თუმცა სათვალთვალო კამერების ჩანაწერების გადამოწმების შემდეგ ნახეს, თუ როგორ გააქვს დაზარალებულს სახლიდან თუნუქის ყუთი, რომელშიც ოქროს ზოდები ეწყო.

პოლიციამ ნაგვის მანქანის მარშრუტი დაადგინა და საბოლოოდ ადგილობრივ ნაგავსაყრელამდე მივიდა. ყუთის მოძებნას რამდენიმე საათი დასჭირდა – ის ნარჩენების გროვაში აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ კონტეინერი ოდნავ დაზიანებული იყო, ოქროს ზოდები უვნებლად ამოიღეს.

ძვირფასი ლითონი პატრონს დაუბრუნეს. გავრცელებული ინფორმაციით, 20 ზოდის საერთო ღირებულება დაახლოებით 120 ათას ევროს აღწევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები