LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან მაჭავარიანი: დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილება არის არა სანქცია, არამედ პირდაპირი თავდასხმა თავისუფალ სიტყვაზე, თავისუფალ მედიაზე

346
ლევან მაჭავარიანი

ეს არის არა სანქცია, არამედ არის პირდაპირი თავდასხმა თავისუფალ სიტყვაზე, თავისუფალ მედიაზე, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, აზიანებს თუ არა დიდი ბრიტანეთის გუშინდელი გადაწყვეტილება ქვეყანას რეპუტაციულად და, პირველ რიგში, იმ მედიებს, რომლებიც გახდნენ სანქციების სამიზნე.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დიდი ბრიტანეთის ელჩი დაიბარეს

„რატომ დაესხნენ თავს? ხომ არის არგუმენტები ჩამოთვლილი, რომ რაღაც რუსულ ნარატივს ატარებენ, ხომ? მოდით, „იმედზე“ ვისაუბროთ, ვინაიდან პირველ ადგილზე არის თავისი რეიტინგით, თუ არ ვცდები, ოთხჯერ აღემატება სიდიდით მეორე ადგილზე მყოფ ტელემაუწყებლობას და თუ არ ვცდები, სადღაც 40%-მდე არის ქართველი მაყურებლის ნდობა „იმედისადმი“. ესე იგი, ამბობენ, რომ „იმედი“ ატარებს რაღაც რუსულ ნარატივს, ხელს უწყობს უკრაინის რაღაც სუვერენიტეტის ხელყოფას და ათასი სისულელე, ხომ? მოდით, აი, თქვენ იყავით მაქსიმალურად კრიტიკული, ეშმაკის ადვოკატი იყავით, უკაცრავად გამოთქმისთვის და გამიწიეთ ოპონირება. მე ვამბობ, რომ ასეთი არაფერი არ ხდება, არც ბატონი ვლადიმერ პუტინის ქებით არ არიან დაკავებული, არც იმას არ ამბობენ, რომ რუსეთი ჩვენი ოკუპანტი არ არის, არც იმას არ ამბობენ, რომ რუსეთი აგრესორი არ არის უკრაინასთან მიმართებაში.

უბრალოდ, ისინი არ იტყუებიან, რაც სჭირდებათ ამ არაფორმალური ოლიგარქიული წარმომადგენლების გავლენებს. ისინი არ იტყუებიანი იმას, რომ უკრაინას დაჩქარებული წესით ნატო-ში მიიღებენ. არავინ არ იღებს და არ იტყუება „იმედი“ და ამბობს, რომ არ იღებენ, რასაც ჰპირდებოდნენ უკრაინას. ხომ ამას ჰპირდებოდნენ? ისინი არ იტყუებიან იმას, რომ სოფლები და ქალაქები, სამწუხაროდ, მიწასთან არის გასწორებული.

გასწორებული არის, ხომ? ისინი არ იტყუებიან იმას, რომ გაყინულ რუსულ აქტივებს, რასაც ასევე ჰპირდებოდნენ უკრაინას ომის დაწყების დღიდან და ასობით მილიარდ დოლარზეა საუბარი, გადაცემდნენ უკრაინას, ხომ? არ იტყუება „იმედი“ და ამბობს, რომ არა, არ გადასცემენ, იმიტომ, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს. პირიქით რომ ამბობდეს „იმედი“ და იგივე „პოსტივი“, რომ უკრაინა ამარცხებს რუსეთს და იმ ზღაპარში აცხოვრონ ჩვენი ტელემაყურებელი, რა ზღაპარშიც ამ ოლიგარქიული არაფორმალური მმართველების მეინსტრიმ მედია აცხოვრებდა ოთხი წლის განმავლობაში ნახევარ მსოფლიოს და, მადლობა ღმერთს, ბატონი ტრამპი გახდა აშშ-ის პრეზიდენტი, თორემ დღემდე ასე გაგრძელდებოდა.

მაგ შემთხვევაში პირიქით, ოქროს მედელს დაჰკიდებდნენ, ყოჩაღ, რა მაგრად საქმიანობ და ასე გააგრძელე საქმიანობაო. ამაზე გვაქვს საუბარი და ვისი იმიჯი უნდა დაზიანდეს? ამით ისევ მათი იმიჯი ზიანდება, ვისმა საზოგადოებრივმა მაუწყებელმაც რაღაც ზღაპარი შემოაგდო, რომ „კამიტით“ დაგვიწამლავს თურმე საქართველოს მოსახლეობა. კარგი, საქართველო გვერდზე გადავდოთ, პატარა ქვეყანა ვართ, მაგრამ აშშ ის პრეზიდენტზეა საუბარი, რომელიც უჩივის და ედავება რამდენიმე მილიარდს. BBC-მ ბოდიში მოიხადა და აღიარა ის, რომ ბატონ ტრამპთან დაკავშირებით დეზინფორმაცია იყო გავრცელებული. როგორ არ რცხვენიათ?“ – განაცხადა მაჭავარიანმა.

„კომერციული ბანკები ვალდებულნი არიან იმოქმედონ საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად“ – ნათია თურნავა „იმედისა“ და POSTV-ის დასანქცირებაზე

შეგახსენებთ, დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანიები „იმედი“ და „პოსტივი“ დაასანქცირა. დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, „ტელეკომპანიები „იმედი“ და „პოსტივი“ ჩართული არიან რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში“.

როგორც სანქციების განმარტებაში წერია, „დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მდივანი მიიჩნევს: არსებობს გონივრული საფუძველი ეჭვისთვის, რომ „პოსტივი“ და „იმედი“ წარმოადგენენ ჩართულ პირს რუსეთის სანქციების 2019 წლის რეგულაციების შესაბამისად, შემდეგი საფუძვლით: ავრცელებენ განზრახ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ.

სანქციები გულისხმობს აქტივების გაყინვას, დირექტორის დისკვალიფიკაციას, სანქციებს ტრასტის სერვისებზე.

ტელეკომპანია „იმედი“ ბრიტანეთის მიერ არხის დასანქცირებაზე განცხადებას ავრცელებს

ირაკლი კუპრაძე: „სად გარბოდნენ ირაკლი რუხაძე და ვიქტორ ჯაფარიძე, რომლებიც ამაყობდნენ, რომ თურმე დამოუკიდებელი, კრიტიკული ტელევიზია შექმნეს?! – ვირთხებმა ჩასაძირად განწირული გემიდან გაასწრეს!“

ირაკლი კობახიძე: დაცული იქნება მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება როგორც „იმედში“, ისე POSTV-ში – ყველა სახელმწიფო კომპანიამ და არასახელმწიფო კომპანიამ უნდა გააგრძელოს ბუნებრივია ორივე კომპანიასთან თანამშრომლობა

ნინო წილოსანი: „როცა „იმედს“ და „პოსტივის“ ასანქცირებ, ეს იგივეა, რომ ბრიტანელებს აუკრძალო წვდომა BBC One-ზე“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g