„ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში“ მაყურებელი ხატია წერეთელს იხილავს.
პროსტიტუციის ხელშეწყობით დაკავებულმა მომღერალმა, საპატიმრო რამდენიმე დღის წინ დატოვა.
ხატია ნანუკას გადაცემაში საუბრობს იმ ემოციებზე, რომელიც ციხეში ყოფნის დროს ჰქონდა.
„კარების ბრახუნი, იკეტები.. მისჯის შემდეგ გადადიხარ ზონაზე, დღეში ერთხელ გიწევს გასეირნება. რომ შევედით საკანში ვიყავით ოთხი, პირველი დაძინება იყო რამდენიმე დღის შემდეგ… ჩემმა შვილმა ზუსტად იცის რისი გამკეთებელი ვარ და რისი – არა. ციხემ ბევრი რამ მასწავლა, ნებისმიერ სიტუაციაში გადავრჩები… ვაღიარებ, რომ ციხეში მოხვედრა ყოველთვის მაინტერესებდა“, – ამბობს ხატია წერეთელი გადაცემის ანონსში.
პროსტიტუციის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებული ხატია წერეთელი თავისუფალია
