27 თებერვალს, რეიმ მომავალი მუსიკალური პროექტის მეორე სინგლი – Nightingale Lane წარადგინა.
არტისტის განმარტებით, „სიმღერა ყველაზე დიდ გულისტკივილზეა, რაც ოდესმე განუცდია”.
ახალ ნამუშევარს წინ უძღოდა ჰიტი – Where Is My Husband!, რომელიც შემსრულებლის მეორე სტუდიური ალბომის – This Music May Contain Hope მთავარი ჩანაწერია – დისკის, რომელიც მუსიკოსმა 22 იანვარს დააანონსა და გაამხილა, რომ გაყიდვაში 27 მარტს ჩაეშვება.
რეიმ ახალი ალბომი დააანონსა და მისი მხარდასაჭერი ტურნე დაიწყო
აღსანიშნავია, რომ რეი წლევანდელი დაჯილდოების სცენაზე, 2024 წლის დებიუტის შემდეგ დაბრუნდა. მომღერალმა საღამოზე მორიგი შთამბეჭდავი პერფორმანსი გამართა და მომდევნო ლონგფლეის ორივე ტრეკი ცოცხლად შეასრულა.
შეგახსენებთ, რომ 2024 წელს, რეი BRIT Awards-ის ტოპ ნომინანტად, ტრიუმფატორად და რეკორდსმენად იქცა. დაჯილდოების ისტორიაში რეი არის არტისტი, რომელიც ერთ წელს ყველაზე მეტ, 7 ნომინაციაში წარადგინეს. ამასთან, ის ასევე პირველი ქალი და სოლო შემსრულებელია, რომელმაც ერთ საღამოს ყველაზე მეტი, 6 ჯილდო, მათ შორის სპეციალური პრემია (,,წლის სიმღერების ავტორი”) მოიპოვა.