ნინო ჩხეიძე საქართველოში დაბრუნდა.
ამის შესახებ მომღერალი სოციალურ ქსელში წერს.
„ჩემო ერთგულო გამომწერებო, მშვიდობით დავბრუნდი საქართველოში
დიდი მადლობა ყველას სიყვარულისთვის და თბილი შეტყობინებებისთვის.
ძალიან მიხარია ისევ თქვენთან ყოფნა,“ – წერს ნინო ჩხეიძე.
ცნობისთვის, ნინო ჩხეიძე რამდენიმე დღის წინ ისრაელში იმყოფებოდა, მას თავშესაფარში ყოფნაც მოუწია.
