ქარელში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ბიჭი ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ ბებნისში მოხდა. ახალგაზრდა მოტოციკლით გადაადგილდებოდა, რა დროსაც ბორდიურს შეეჯახა. ის კლინიკაში გარდაიცვალა.
გარდაცვლილი ახალგაზრდა სოფელ ბებნისში მცხოვრები საბა მეტრეველია.
„საბა მეტრეველი, ჩვენი რაიონი კიდევ ერთ ახალგაზრდას გლოვობს. გვაკმარე, ღმერთო..“ – ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანს სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
