მცირე ხნის წინ, მარიამ მამისმედიშვილმა მსმენელს დავით ევგენიძესთან ერთად დუეტი შესთავაზა.
კლიპის პრემიერა 20 თებერვალს, ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართა.
მარიამი ახალ სიმღერებზე მუშაობას აგრძელებს და მალე შესთავაზებს გულშემატკივრებს ახალ ნამუშევარს.
„ჩემი საყვარელი კომპოზიტორის, რუსა მორჩილაძის სიმღერის პრემიერა ძალიან მალე“ ,- წერს მარიამი და სიმღერის ჩაწერის კადრებს გამომწერებს უზიარებს.
კადრებს უამრავი თბილი კომენტარი და გამოხმაურება აქვს.
„იბადება ახალი ჰიტი“,
„რუსა ყველა თაობის საყვარელი კომპოზიტორია“,
„წარმატებები საყვარელო გოგო“, – წერენ მარიამის გამომწერები.
ცნობისთვის, სიმღერა ეკუთვნის რუსა მორჩილაძეს, რომელიც სპეციალურად მარიამისთვის შეიქმნა. ტექსტის ავტორი ირინა სანიკიძეა, არანჟირება და მასტერინგი ბორიკო შხიანს ეკუთვნის. სიმღერა ჩაიწერა ჩაიწერა გიგა კუხიანიძის სტუდიაში.
