უმრავლესობის წევრმა, ირაკლი მეზურნიშვილმა შესაძლოა, პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობა დაიკავოს.
მედიის ინფორმაციით, აღნიშნულ პოსტზე სალომე ზურაბიშვილის შემცვლელად სწორედ ირაკლი მეზურნიშვილის კანდიდატურა მოიაზრება, რომელიც ამ დროისთვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა.
შეგახსენებთ, რომ მეცხრე მოწვევის პარლამენტში დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობა ამ დრომდე სალომე ზურაბიშვილს უკავია, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა.