მიხეილ ცაგარელის კვირის (3-9 დეკემბერი) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის.
გრძელდება დედამიწის ნეგატიურ ენერგოველში გადასვლით გამოწვეული მძიმე პერიოდი, ამიტომ ეს კვირაც რთული და დაძაბული, კონფლიქტებით და უსიამოვნებებით სავსე იქნება ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის.
ვერძი – კონფლიქტების და ფინანსური პრობლემების კვირაა. მართალია, გაიზრდება სასიცოცხლო პოტენციალი, რაც ნეგატიური კოსმიური გავლენის მინიმალური დანაკარგით დაძლევაში დაგეხმარებათ, მაგრამ თავს ვერ დააღწევთ ფინანსურ პრობლემებს და უსიამოვნებებს საქმიან, სასიყვარულო პარტნიორებთან. განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა გმართებთ გარშემომყოფთა მიმართ, რადგან ბევრი ეცდება თქვენს მოტყუებას, არაა გამორიცხული გაგძარცვონ ან გახდეთ თაღლითობის მსხვერპლი. ნაკლებად სასიკეთო პერიოდია მოგზაურობისთვის, უცხოელ პარტნიორებთან მოლაპარაკებების და საქმიანი შეხვედრების გასამართად, რადგან სარგებლის ნაცვლად მხოლოდ პრობლემებს შეიქმნით. იმოქმედეთ ფრთხილად, პრინციპით “შვიდჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი“ და შემოიფარგლეთ მხოლოდ ყოველდღიური საქმეებით, რათა არ დაუშვათ გამოუსწორებელი შეცდომები.
კურო – უსიამოვნებების და იმედგაცრუების კვირაა. კოსმოსი ერთგვარ გამოცდას მოუწყობს თქვენს ურთიერთობას მეგობრებსა და კოლეგებთან, რაც თქვენი გულდაწყვეტით დასრულდება, რადგან ვერ მიიღებთ იმ დახმარებას და მხარდაჭერას, რომელსაც ელოდით და სერიოზულ კონფლიქტშიც ჩაებმებით. ახლობლების გულგრილობა ნეგატიურად აისახება თქვენს შრომისუნარიანობასა და ემოციურ მდგომარეობაზე, მით უფრო, რომ დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობის მდგომარეობაც, თავს შეგახსენებენ ქრონიკული დაავადებები, სწრაფად დაიღლებით და ადვილად გაღიზიანდებით. მაქსიმალურად ფრთხილად გაიარეთ რთული პერიოდი, მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს, საკუთარ თავზე დამატებითი პასუხისმგებლობის აღებას და შემოიფარგლეთ მხოლოდ ყოველდღიური საქმეებით.
ტყუპები – ზოდიაქოს სხვა ნიშნების მსგავსად თქვენც მტკივნეულად იგრძნობთ დედამიწის ნეგატიურ გავლენას. მართალია, გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობის მდგომარეობა, მაგრამ პრობლემები შეგექმნებათ გარშემომყოფებთან ურთიერთობისას, რადგან მოულოდნელი ცვლილებები სერიოზულად დაგაეჭვებთ მეგობრების და კოლეგების სანდოობაში, მით უფრო, რომ ბევრი ეცდება თქვენი მიღწევების, წარმატებების მისაკუთრებას, რაც უფლებების დაცვას და სერიოზულ კონფლიქტში ჩაბმას გაიძულებთ. მეტი სიფრთხილე გამოიჩინეთ ავტომობილის მართვისას და მექანიზმებთან მუშაობისას, რადგან მაღალია ტრავმებისა და ავარიების ალბათობა. აკონტროლეთ ემოციები და სულსწრაფობა, ფულის უყაირათოდ ხარჯვის და ინფორმაციის წინასწარ გაცემის სურვილი, რადგან ამგვარი მოქმედება მხოლოდ უსიამოვნებებს მოგიტანთ.
კირჩხიბი – მძიმე, ფინანსურად რთული კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, სწრაფად დაიღლებით, ადვილად გაღიზიანდებით და შესაძლოა გახდეთ ავადაც. მართალია, იძულებული გახდებით ერთდროულად შეასრულოთ რამდენიმე საქმე, მაგრამ ეცადეთ მოერიდოთ საკუთარ თავზე დამატებითი პასუხისმგებლობის აღებას და ზედმეტად გადატვირთვას. არაა გამორიცხული მოგიწიოთ დავალიანების ან ჯარიმის გადახდა, არასასიამოვნო კამათსა და კონფლიქტში ჩაბმა, რაც წონასწორობას დაგაკარგვინებთ და ნეგატიურად აისახება თქვენს განწყობაზე. ნაკლებად სასიკეთო პერიოდია მოგზაურობისთვის, ამიტომ თუ უცხოეთში გეგმავთ გამგზავრებას, უმჯობესია თავი შორს დაიჭიროთ უცხო ადამიანებთან კონტაქტისა და საეჭვო შეთავაზებებისგან, რადგან მაღალია უსიამოვნებების და სერიოზული შეცდომების დაშვების ალბათობა.
ლომი – საკმაოდ რთული კვირაა, რადგან დედამიწის ნეგატიური ენერგოველი უარყოფითად აისახება თქვენს ემოციურ მდგომარეობაზე და არ მოგცემთ საუკეთესო შანსების გამოყენების საშუალებას. მართალია, გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე შეძლებთ გააქტიურებას და ინიციატივის გამოჩენას, მაგრამ უყურადღებობის და დაუდევრობის, მოუსვენრობის და სულსწრაფობის წყალობით ვერ შეძლებთ საკუთარი შესაძლებლობების სრულფასოვნად გამოვლენას. თავი შეიკავეთ საქმიანი შეხვედრების და მოლაპარაკებების გამართვისგან, მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების და ოფიციალური დოკუმენტების გაფორმებისგან, რადგან სარგებლის ნაცვლად მხოლოდ ზიანს მოუტანთ საკუთარ თავს. ნაკლებად სასიკეთო პერიოდია კოლექტიური საქმიანობისთვის, უმჯობესია იმოქმედოთ ინდივიდუალურად, თუმცა დროებით უარი თქვით ახალი საქმის დაწყებასა და სარისკო გადაწყვეტილებების მიღებაზე.
ქალწული – დაძაბული, შეცდომებით დამძიმებული კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარება, შესაძლოა გაცივდეთ ან სერიოზულად გახდეთ ავად. მაქსიმალურად აკონტროლეთ გრძნობები და ემოციები, რადგან უმნიშვნელო წვრილმანიც საკმარისი აღმოჩნდება მოთმინების დასაკარგად და ახლობლებთან სერიოზული კონფლიქტის დასაწყებად. ნაკლებად სასიკეთო პერიოდია ქორწინებისთვის და მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების გასაფორმებლად, მოგზაურობასა და მივლინებაში გასამგზავრებლად, რადგან ნებისმიერი ვოიაჟი მხოლოდ უსიამოვნებებს მოგიტანთ. შემოიფარგლეთ ყოველდღიური საქმეებით, მოერიდეთ საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებებს და იმოქმედეთ პრინციპით „შვიდჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი“, რათა თავი დაიზღვიოთ გამოუსწრებელი შეცდომებისგან.
სასწორი – უსიამოვნებების და კონფლიქტების კვირაა. მართალია, გაძლიერდება ენერგოტონუსი, მაგრამ დედამიწის ნეგატიური ენერგოველი მაინც უარყოფითად აისახება თქვენს ჯანმრთელობასა და საერთო განწყობაზე, სწრაფად დაიღლებით და ადვილად გაღიზიანდებით, მოთმინებას დაგაკარგვინებთ ნებისმიერი წვრილმანი და სერიოზულ კამათში ჩაებმებით გარშემომყოფებთან, რაც მეგობრებსა და კოლეგებთან ურთიერთობის გადახედვასაც გაიძულებთ. გამოიჩინეთ მეტი ყურადღბა ავტომობილის მართვისას და საყოფაცხოვრებო ტექნიკასთან მუშაობისას, რადგან მაღალია ტრავმებისა და ავარიების ალბათობა, მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს, ახალი საქმის დაწყებას და საკუთარ თავზე დამატებითი პასუხისმგებლობის აღებას.
მორიელი – ფინანსური სირთულეების კვირაა, რადგან ხარჯი უფრო მეტი გექნებათ, ვიდრე შემოსავალი, სულსწრაფობა და ფულის უყაირათოდ ხარჯვის სურვილი კი, საკმაოდ მსხვილი სესხის აღებას გაიძულებთ. მოერიდეთ სარისკო და ავანტურულ მოქმედებებს, კაპიტალდაბანდებას და საყიდლებს, რადგან ნებისმიერი წამოწყება მხოლოდ მარცხით დასრულდება. სერიოზული პრობლემები შეგექმნებათ პროფესიულ საქმიანობაში, თავს ვერ დააღწევთ კონფლიქტს კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან, გაგიჭირდებათ მათი ნდობის მოპოვება და საკუთარი იდეების განხორციელება. ნაკლებად სასიკეთო პერიოდია სასიყვარულო პარტნიორთან უთანხმოების მოსაგვარებლად და ახალ რომანტიკულ თავგადასავლებში ჩასაბმელად, რადგან გადამეტებული ეჭვიანობა და ეგოიზმი, სარკასტული გამონათქვამები და პირდაპირობა ნეგატიურად განაწყობს ადამიანებს თქვენს მიმართ. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე, ლოიალურობა და დიპლომატია გარშემომყოფთა მიმართ, რათა თავიდან აიცილოთ არასასიამოვნო დაპირისპირება.
მშვილდოსანი – მეტ-ნაკლებად მშვიდი კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე მოიმატებს ოპტიმიზმი, შეძლებთ გააქტიურებას და ინიციატივის გამოჩენას, პროფესიულ განვითარებას და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, თუმცა მაინც მოგიწევთ თავშეკავებით მოქმედება, რათა არ გათქვათ მნიშვნელოვანი ინფორმაცია და თავად არ შეუქმნათ პრობლემები საკუთარი იდეების განხორციელებას. თუ ახალი საქმის დაწყებას გეგმავთ, გამოიჩინეთ სიფრთხილე და იხელმძღვანელეთ პრინციპით „შვიდჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი“, რათა სულსწრაფი და დაუფიქრებელი მოქმედება არ გახდეს სერიოზული შეცდომების მიზეზი. მეტი ყურადღება დაუთმეთ მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან და სასიყვარულო პარტნიორთან ურთიერთობას, რადგან სწორედ ისინი დაგეხმარებიან სირთულეების დაძლევაში.
თხის რქა – წლის მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე რთული კვირაა, რადგან სასიცოცხლო ენერგიის ერთგვარი გარდაქმნა ნეგატიურად აისახება თქვენს ემოციურ მდგომარეობაზე და სერიოზულად გაგიფუჭებთ გუნება-განწყობას, მით უფრო, რომ გააქტიურებული მტრები და მოშურნეები ჭორებს, ინტრიგებს გააძლიერებენ თქვენს ზურგს უკან და არც სერიოზული პრობლემების შექმნას მოერიდებიან, დაკარგავთ კოლეგების ნდობას და გაგიჭირდებათ მანამდე შემუშავებული გეგმების განხორციელება. ნაკლებად სასიკეთო პერიოდია ახალი სამსახურის, საქმის დასაწყებად და მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების გასაფორმებლად, მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს და საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებებს, ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, მეტი დაისვენეთ და შემოიფარგლეთ მხოლოდ ყოველდღიური საქმეებით.
მერწყული – რთული, დაკარგული შესაძლებლობების კვირაა. მართალია, გაძლიერდება ენერგოტონუსი, შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის, კომუნიკაბელურობის და გონებამახვილობის გამოვლენას, მაგრამ ძალიან გაგიჭირდებათ საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოვლენა და სასიკეთო შანსების გამოყენება. ნაკლებად სასიკეთო პერიოდია ფინანსური პრობლემების მოსაგვარებლად, კაპიტალდაბანდებისა და მსხვილი საყიდლების გასაკეთებლად, რადგან შეთანხმების პირობების მოულოდნელი შეცვლით კონკურენტები ხელს შეგიშლიან გეგმების განხორციელებაში და არ მოგცემენ წინსვლის, განვითარების საშუალებას.
თევზები – დაძაბული, უსიამოვნებებით სავსე კვირაა. დედამიწის ნეგატიური ენერგია პირველ რიგში თქვენს თვითშეფასებაზე აისახება უარყოფითად, რადგან გაგიჭირდებათ პოტენციალის სრულად გამოვლენა და კონკრეტული შედეგების მიღწევა, მხოლოდ ფუჭად დაკარგავთ დროს და მარცხით დაასრულებთ ყველა წამოწყებას, მოულოდნელი ფინანსური პრობლემები კი, უფრო მეტად დაამძიმებენ საერთო მდგომარეობას. მოერიდეთ კოლექტიურ საქმიანობას, მნიშვნელოვანი საქმის შესრულებას და საკუთარ თავზე სხვათა პასუხისმგებლობის აღებას, რაც მხოლოდ თქვენს გაღიზიანებას გამოიწვევს, გარშემომყოფთა მიმართ აგრესიის და სერიოზული დაპირისპირების მიზეზი გახდება.
გეომაგნიტური დღეები – 3, 6 და 7 დეკემბერი.