LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

73 წლის მიკი რურკი ქირის გადაუხდელობის გამო ბინიდან გამოასახლეს

320
page

მიკი რურკმა ლოს-ანჯელესში ნაქირავები სახლი ოფიციალურად დაკარგა. 73 წლის მსახიობი სახლიდან ქირის გადაუხდელობის გამო გამოასახლეს.

ვიდეო: „მოწყალებას არასდროს მოვითხოვდი“ – მიკი რურკი მიმართვას ავრცელებს

სასამართლო დოკუმენტების მიხედვით, რომლებიც გამოცემა Page Six-მა მოიპოვა, მსახიობის ყოფილი საცხოვრებელ უკვე მისი მეპატრონის კონტროლის ქვეშ დაბრუნდა.

გადაწყვეტილება ორშაბათს, Los Angeles County Superior Court-ში ავტომატურად იქნა მიღებული, რაც იმას ნიშნავს, რომ მსახიობმა, სავარაუდოდ, სასამართლოში თავი არ დაიცვა ან სარჩელს დადგენილ ვადაში არ უპასუხა.

ჯერ კიდევ დეკემბერში სასამართლომ რურკს მოსთხოვა, რომ სამი დღის ვადაში დაეტოვებინა სახლი ან დაახლოებით 59 100 დოლარის ოდენობის დაგროვილი ქირა გადაეხადა.

73 წლის მსახიობი სახლის დატოვებისას შენიშნეს. ის პირად ნივთებს აგროვებდა, ხოლო მალევე სახლის წინ სატვირთო მანქანა გამოჩნდა.

გაჭაღარავებული და დაკუჭული ტანსაცმლით – 71 წლის მიკი რურკის უახლესმა ფოტოებმა მედია მოიცვა

დაუძლურებულ მიკი რურკს, ბინის ქირის გადაუხდელობის გამო, სახლიდან ასახლებენ – 73 წლის მსახიობის უახლესი ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები