რა არის ვიზაზე ვადის გადაცილება, რა შედეგები მოჰყვება მას – აშშ-ის საელჩომ საქართველოში გამოაქვეყნა საინფორმაციო პოსტები ვიზის ვადის გადაცილების საკითხზე. როგორც საელჩო განმარტავს, ვიზის ვადის გადაცილება ხდება მაშინ, როდესაც პირი რჩება შეერთებულ შტატებში იმ თარიღის შემდეგ, რომელიც მითითებულია მის Form I-94 (ჩასვლის/გამგზავრების ფორმა)-ზე.
ვიზის ვადის გადაცილება შესაძლოა გამოიწვიოს: ვიზის გაუქმება, დეპორტაცია, აშშ-ში ხელახლა შესვლის აკრძალვა, სამართლებრივი დევნა.
რა უნდა გავითვალისწინოთ სავიზო განაცხადის შევსებისას – ამ საკითხზე კომპანია Viza Service Georgia-ს წარმომადგენელს, თეა კანკიას, ვესაუბრეთ, რომელმაც დეტალურად განმარტა პროცედურები.
აღსანიშნავია, რომ კომპანია სპეციალიზირებულია ამერიკის B1/B2 ვიზის მიღების პროცესში. განგვიმარტეთ რა ეტაპებს გადის ადამიანი ამერიკის B1/B2 ვიზის მიღებისას და როგორ ეხმარება Viza Service Georgia ამ პროცესში?
„Viza Service Georgia ეხმარება ადამიანებს ამერიკის B1/B2 ვიზის განაცხადის პროცესში სწორად მომზადებაში. აღნიშნული ვიზა განკუთვნილია ბიზნესის, ტურიზმისა და სხვა პირადი მიზნებისთვის. ჩვენი მომსახურება მოიცავს ზუსტი და დეტალური ინფორმაციის მიწოდებას, განაცხადის სწორად შევსებაში დახმარებას და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას. განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ინტერვიუსთვის მზადებას, რადგან სწორედ ეს ეტაპი არის ვიზის მიღების პროცესში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და აქ გვაქვს ყველაზე დიდი მხარდაჭერა კანდიდატებისთვის.“
რა განასხვავებს Viza Service Georgia-ს სხვა მსგავს კომპანიებისგან?
„ჩვენი მთავარი უპირატესობა არის გამოცდილება, ინდივიდუალური მიდგომა და პასუხისმგებლობა თითოეული კლიენტის მიმართ. ჩვენ არ ვთავაზობთ ერთსა და იმავე შაბლონურ მომსახურებას ყველასთვის – თითოეულ შემთხვევას ვაანალიზებთ ინდივიდუალურად და ვმუშაობთ კონკრეტული ადამიანის რეალურ მდგომარეობაზე. სწორედ ეს მიდგომა გვაძლევს საშუალებას, მაქსიმალურად სწორად მოვამზადოთ კლიენტები და თავიდან ავიცილოთ ის შეცდომები, რომლებიც ხშირად ხდება სხვა კომპანიებთან მუშაობისას. ჩვენთვის ინდივიდუალური მიდგომა არის წარმატების მთავარი გასაღები. ყველას აქვს განსხვავებული მიზანი, ისტორია და გარემოება, ამიტომ პროცესიც უნდა იყოს მათზე მორგებული. სწორედ ამ მიზეზით ვუთმობთ დროს დეტალურ კონსულტაციას, რათა ვიზის განაცხადი მაქსიმალურად რეალისტური, გამართული და დამაჯერებელი იყოს.
ნდობა ყველაზე დიდი ღირებულებაა. სწორედ ამიტომ, პროცესის ყველა ეტაპზე ვართ მათ გვერდით – პირველ კონსულტაციიდან საბოლოო გადაწყვეტილებამდე“.
როგორ ამზადებთ მსურველს ამერიკის ვიზის ინტერვიუსთვის?
„ინტერვიუსთვის მზადება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ეს ვიზის მიღების პროცესში ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური ეტაპია. ჩვენ დეტალურად ვუხსნით მათ, როგორ უპასუხონ კონსულის შეკითხვებს, როგორ წარმოაჩინონ თავი დამაჯერებლად და დატოვონ დადებითი შთაბეჭდილება. განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ პასუხების სიზუსტესა და გულწრფელობას, რადგან არაზუსტმა პასუხებმა შეიძლება უარყოფითი შედეგი გამოიწვიოს. ასევე ვასწავლით, როგორ შეინარჩუნონ სიმშვიდე და ბუნებრიობა ინტერვიუს დროს.“
თქვენი აზრით, პანდემიამ და გლობალურმა მოვლენებმა რამდენად მოახდინა გავლენა ვიზების მიღების პროცესზე?
„რა თქმა უნდა, პანდემიამ და სხვადასხვა გლობალურმა მოვლენებმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს ვიზების პროცესებზე. პერიოდულად იცვლება რეგულაციები, რაც ზოგ შემთხვევაში ზრდის მოთხოვნებს, ზოგ შემთხვევაში კი ამარტივებს გარკვეულ ეტაპებს. ჩვენი გუნდი მუდმივად აკვირდება ამ ცვლილებებს, რათა მოქალაქეებს მივაწოდოთ ზუსტი და განახლებული ინფორმაცია, დავეხმაროთ მათ პროცესის სწორად გაგებასა და ეფექტურად მართვაში“.
ბევრი ადამიანი თვლის, რომ ამერიკის ვიზის მიღება რთული და თითქმის მიუწვდომელი პროცესია. რა არის ის ფაქტორი, რაც საშუალებას გაძლევთ ადამიანებს წარმატებით დაეხმაროთ?
„ჩვენი მთავარი მიზანია ვიზის მიღების პროცესი მაქსიმალურად გავამარტივოთ და ადამიანებისთვის უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ. ჩვენ არ ვმოქმედებთ მხოლოდ როგორც ორგანიზაცია, რომელიც განაცხადის შევსებაში ეხმარება – ჩვენ თითოეულ პირს ინდივიდუალურად ვუდგებით, ვაანალიზებთ მის საჭიროებებს და დეტალურად ვამოწმებთ ყველა ეტაპს. განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ სწორ მომზადებას, რათა მათ პროცესი მაქსიმალურად მშვიდად და თავდაჯერებულად გაიარონ. ჩვენთვის თითოეული წარმატებული შედეგი ჩვენი გუნდის საერთო წარმატებაა.“
როგორი ფორმით შეუძლიათ დაინტერესებულ პირებს თქვენს კომპანიასთან კონსულტაციის მიღება და პროცესის დაწყება?
„კონსულტაციის მიღება შესაძლებელია როგორც ონლაინ რეჟიმში, ასევე ტელეფონით ან ჩვენს ოფისებში პირადად ვიზიტის დროს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ადამიანმა დეტალურად და გასაგებად მიიღოს საჭირო ინფორმაცია. სწორედ ამიტომ, მსურველებს ყველა ეტაპზე ვუწევთ მხარდაჭერას და ვეხმარებით, რომ პროცესი მაქსიმალურად მარტივად და ორგანიზებულად წარიმართოს. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ადამიანი იყოს სწორად მომზადებული და ყველა რელევანტური ინფორმაცია დროულად ჰქონდეს მიღებული.“
რას ურჩევდით ადამიანებს, რომლებიც ახლა ფიქრობენ ამერიკის ვიზის განაცხადის დაწყებაზე?
„ჩვენი მთავარი რეკომენდაციაა, არ გადადონ გადაწყვეტილება და პროცესი დაიწყონ სწორად მომზადებით. ამერიკის ვიზის მიღება შესაძლებელია, თუ კანდიდატი ინფორმირებული, თავდაჯერებული და სწორად მომზადებულია. Viza Service Georgia სწორედ ამაში ეხმარება ადამიანებს – ვუზიარებთ ცოდნას, გამოცდილებას და სრულ მხარდაჭერას თითოეულ ეტაპზე. ჩვენი მიზანია, რომ ვიზის პროცესი აღარ იყოს სტრესული და გაუგებარი, არამედ გახდეს მართვადი და რეალური შედეგზე ორიენტირებული გზა.“
