„დღის პოსტის“ სტუმარი ექიმი-სექსოლოგი არჩილ ბაქრაძე საუბრობს იმის შესახებ, რა არის ჯანსაღი სექსუალური ცხოვრების ხელის შემშლელი და ხელის შემწყობი ფაქტორები.
„ყველა ჩვენგანში გროვდება სექსუალური ენერგია, რომელიც გამოდის გარეთ სხვადასხვა სახით, თუ ეს არ არის, ამ ენერგიის გამოსავალი ეძებს სხვა არხს, აგრესიის სახით. ამის უამრავი მაგალითი არსებობს ახალგაზრდებს შორის.
ყველაზე უფრო ხშირი მომენტი რა არის – ზოგს აქვს ძლიერი სექსუალური კონსტიტუცია, მეორეს – ნაკლებად, ერთს მეტჯერ შეუძლია, ზოგს – ნაკლებად. არსებობს ქცევის დიაპაზონი. რაღაც ახალი ყოველთვის გვაღელვებს, როცა სექსუალური ცხოვრება მონოტონურია, მას ეჩვევი. ქალები ხშირად სცოდავენ, როცა ახალი ელემენტები არ შეაქვთ სექსუალურ ცხოვრებაში… ჩვენს ქალბატონებს ერთი ნაკლი აქვთ – ქორწილს უყურებენ, როგორც ამოცანას. პირიქით, ქორწილი პირველი ნაბიჯია, მერე კი დუნდებიან. თითქოს მამაკაცი მათია… აღარ ცდილობენ, გაეთამაშონ…“
