LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ერთ დღეს დამძიმდნენ უწმინდესი და მამა… ორივეს ერთნაირი პრობლემა შეექმნა… და ბოლოს, ორივე ერთ დღეს გარდაიცვალა…“ – რა კადრებს გვიზიარებს ლევან კბილაშვილის და, სალომე ოჯახური არქივიდან

873
ლევან კბილაშვილი

რამდენიმე დღის წინ, ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად, გარდაიცვალა მომღერალ ლევან კბილაშვილის მამა. მომღერლის და, სალომე სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოს არქივიდან, სადაც მთელი მათი ოჯახია შეკრებილი და მღერიან:

„როგორი დამთხვევაა… ერთ დღეს დამძიმდნენ უწმინდესი და მამა… ორივეს ერთნაირი პრობლემა შეექმნა… და ბოლოს, ორივე ერთ დღეს გარდაიცვალა…

ეს ვიდეო წლების წინ არის გადაღებული… სადაც მამა ისეთი სითბოთი და სიყვარულით იხსენიებს უწმინდესს… დღეს კი ამ კადრებს სულ სხვა სიმძიმე და მნიშვნელობა აქვს… დრო გადის, მაგრამ ასეთი მოგონებები სულში რჩება… და მათთან ერთად ყველაფერი, რაც ვერასდროს დაგვავიწყდება… 🤍”, წერს ლევან კბილაშვილის და, სალო კბილაშვილი და ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, როგორ მღერის კბილაშვილების ოჯახი. შემდეგ კი ლევან კბილაშვილის მამა აღნიშნავს, რომ ეს არის ის სიმღერა, რომელიც საქართველოს პატრიარქს ძალიან უყვარს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g