ანსამბლ „შვიდკაცას“ წევრი, გიორგი ლომთათიძე „დილა მშვიდობისა საქართველოსთან“ ისხსენებს, თუ როგორ დაარქვა სახელი მათ თავად ილია მეორემ:
„უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, საგალობელი „წმინდაო ღმერთო“, უნდა შესრულებულიყო წირვის დროს, საკურთხევლიდან. ეს ყველა წირვაზე ასე ხდებოდა ხოლმე და ჩვენ გვიწევდა შესვლა საკურთხეველში, ლოცვა-კურთხევის აღება უწმინდესისგან და იქიდან ვგალობდით. უწმინდესთან ასეთი ურთიერთობა გვქონდა. როცა დავრჩით შვიდნი და უნდა გადაწყვეტილიყო, რა სახელი უნდა დარქმეოდა ანსამბლს. რამდენიმე სახელი შემოგვთავაზეს მეგობრებმა. ერთ-ერთი სახელი იყო „შვიდკაცა“. ჩვენი ტაძრის მოძღვარმა, მამა ილია ნასიძემ შეგვიყვანა შეგვიყვანა უწმინდესთან, დავიჩოქეთ ყველამ, მამა ილიამ კი მოყვა პრეისტორია და ჰკითხა უწმინდესს, რომელ სახელს ამოარჩევდა. შემოგვხედა უწმინდესმა და გვითხრა: ამათ უნდა ერქვათ „შვიდკაცა“.
