ყრუ და სმენადაქვეითებულთა მრევლმა საქართველოს პატრიარქს, ილია მეორე, ჟესტების ენაზე ლოცვითა და თბილი სიტყვებით პატივი მიაგო.
სიუჟეტი რუსთავი 2-მა მოამზადა, სადაც ნაჩვენებია დეკანოზი გიორგი კალანდია, რომელიც უკვე 14 წელია წირვას ყრუ და სმენადაქვეითებული მრევლისთვის ჟესტურ ენაზე ატარებს.
ქადაგებისას მამა გიორგიმ აღნიშნა, რომ პატრიარქი განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩეოდა ადამიანების მიმართ, განსაკუთრებით მათ მიმართ, ვინც სხვადასხვა სირთულეს აწყდება.
ამავე სიუჟეტში პატრიარქს მიმართა მრევლმა: „შესაძლებლობა რომ მქონდეს, პატრიარქს ვეტყოდი: „მიყვარხართ და პატივს გცემთ“, „მან დაგვიტოვა სიტყვები„ „გიყვარდეთ ერთმანეთი“ და ჩვენ ეს სიტყვები აუცილებლად უნდა შევასრულოთ“ – აღნიშნავს მამა გიორგის მრევლი.
