LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Jonas Brothers ,,დისნეის ლეგენდად” აღიარეს – დასახელდნენ სხვა ახალი ლაურეატებიც

161
photo-collage.png

Jonas Brothers ,,დისნეის ლეგენდის” მინიჭების წლევანდელ ლაურეატთა შორის დასახელდა.

საპატიო წოდების რეციპიენტთა წლევანდელი კლასი გამორჩეულია იმით, რომ მასში შედის კომპანიის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, ბობ აიგერი და არაერთი ვარსკვლავი, მათ შორის – ენ ჰეთეუეი და დუეინ ჯონსონი.

Jonas Borthers-ის აღიარება უკავშირდება იმ უდიდეს გავლენას, რომელიც კევინმა, ჯო და ნიკ ჯონასებმა 2000-იანი წლების ბოლოდან დღემდე Disney-ს მუსიკალურ და სატელევიზიო კულტურაზე მოახდინეს.

სამეულის ძირითადი მიღწევები და პროექტები Disney-სთან თანამშრომლობით მოიცავს საკულტო ფილმებს, სერიალებსა და მუსიკალურ ჩანაწერებს, რამაც ძმების Disney Legend-ის ტიტულით აღიარება განაპირობა.

აღსანიშნავია, რომ სწორედ Disney-ს კუთვნილ ლეიბლზე – Hollywood Records გამოუშვა ტრიომ სამი სტუდიური ალბომი, რომლებმაც ბენდი გლობალურ ფენომენად აქცია.

მაილი საირუსი ,,დისნეის ლეგენდა’’ გახდა

,,დისნეის ლეგენდების” მინიჭების ოფიციალური ცერემონია, 16 აგვისტოს გაიმართება. საღამოს წამყვანი – რაიან სიკრესტი იქნება.

,,დისნეის ლეგენდა” არის პრესტიჟული ჯილდო, რომელსაც The Walt Disney Company 1987 წლიდან გადასცემს იმ პირებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს დისნეის მემკვიდრეობის განვითარებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები