LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წყალტუბოში, ბინაში ქალის და მამაკაცის ცხედრები იპოვეს

260
წყალტუბო

წყალტუბოში, ერთ-ერთ ბინაში ქალი და მამაკაცი გარდაცვლილი ნახეს.

როგორც ადგილობრივი გამოცემა Megat TV-ს წერს, მედიასაშუალებას წყარო ეუბნება, რომ გარდაცვლილი ქალი წყალტუბოს სასწრაფო დახმარების ექიმია.

მათივე ცნობით, ახლობლები გარდაცვლილ ქალს ვერ უკავშირდებოდნენ, რის შემდეგაც ადგილზე სამაშველო სამსახური გამოიძახეს, კარის შემტვრევის შედეგად კი ქალი და მამაკაცი გარდაცვლილი ნახეს.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g