ანჯელინა ჯოლი ოფიციალური ვიზიტით კამბოჯაში იმყოფება, სადაც ის ადგილობრივებს შეხვდა.
50 წლის მსახიობმა ბატამბანგის პროვინციაში მდებარე საშუალო სკოლა მოინახულა, სადაც მოსწავლეებსა და სკოლის პერსონალს შეხვდა. ვიზიტის ფარგლებში ის გაეცნო სტუდენტებისთვის განკუთვნილი საერთო საცხოვრებლის მშენებლობის პროცესს.
ამ დღეს მას სადა, თუმცა ელეგანტური სტილის სამოსი, თეთრი ტოპი და ფართო შარვალი ეცვა, მის „ლუქს“ კი დიდი ზომის მზის სათვალე ასრულებდა.
ცნობისთვის, სოციალურ ქსელებში აქტიურად ვრცელდება ვიდეო, რომელშიც შეცვლილი ანჯელინა ჯოლი ჩანს. ინტერნეტმომხმარებლები მსახიობის ბოლო საჯარო გამოჩენას Tom Ford-ის მიერ ორგანიზებულ წვეულებაზე, აქტიურად განიხილავენ.
50 წლის ვარსკვლავის გარეგნობამ გულშემატკივრების გაკვირვება გამოიწვია. მომხმარებლებმა ყურადღება გაამახვილეს იმაზე, რომ ჯოლის თითქოს შეცვლილი აქვს თვალის ჭრილი და სახის ოვალი. ასევე ის კამერების წინ თვალებს საერთოდ ვერ ახამხამებდა. საზოგადოების აზით, მსახიობმა ქვედა ქუთუთოების „ბლეფაროპლასტიკა“ გაიკეთა.
