LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეტრო დღეს, 23:00 საათიდან 04:00 საათამდე მგზავრებს უფასოდ მოემსახურება, 12-13 აპრილს კი სასაფლაოების მიმართულებით ავტობუსები 08:00-დან 20:00 საათამდე უფასოდ იმოძრავებენ

147
უუ

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისის მეტრო 12 აპრილის 04:00 საათამდე იმოძრავებს. 11 აპრილის 23:00-დან 12 აპრილის 04:00 საათამდე მგზავრობა უფასო იქნება.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, 12-13 აპრილისთვის დაწესდა ავტობუსის ცხრა დროებითი მარშრუტიც. ავტობუსები მგზავრებს 08:00-დან 20:00 საათამდე მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ველისა და ვარკეთილის სასაფლაოების მიმართულებით გადაიყვანენ.

ავტობუსები იმოძრავებენ მეტროსადგურებიდან: „მარჯანიშვილი“, „დელისი“, „სარაჯიშვილი“, „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიიდან, ასევე, „დიდუბის“ ზედა გასასვლელიდან, სადგურის მოედნიდან („თბილისი ცენტრალის“ პირდაპირ), ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩიდან (კორპუსი N25-ის პირდაპირ) და ვარკეთილის III მასივიდან – შუამთისა და აბაშვილის ქუჩების გადაკვეთიდან.

აღნიშნული მარშრუტების ავტობუსებით მოქალაქეები ორი დღის განმავლობაში უფასოდ ისარგებლებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g