„ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი საქართველოს ეწვევა“, – ინფორმაციას მაიკლ ო’ფლაერტი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის ცნობით, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება.
„საქართველოში მივემგზავრები, რათა მთავრობასთან, ხელისუფლებასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული მთელი რიგი მნიშვნელოვანი საკითხები განვიხილო“, – წერს მაიკლ ო’ფლაერტი X-ზე.
