LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საკუთარი მეუღლის არასრულწლოვან შვილიშვილებს აუპატიურებდა და მათ მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას ახორციელებდა“ – შსს-მ 65 წლის მამაკაცი დააკავა

8754
დაკავება

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, არასრულწლოვნების გაუპატიურებისა და მათ მიმართ ჩადენილი სხვაგვარი სექსუალური ქმედების ბრალდებით 1960 წელს დაბადებული ზ.ა. დააკავეს“, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, საკუთარი მეუღლის არასრულწლოვან შვილიშვილებს აუპატიურებდა და მათ მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას ახორციელებდა, რასაც სისტემატური ხასიათი ჰქონდა.

„ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ზ.ა. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულის სახით დააკავეს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე და 138-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g