ამერიკის შეერთებულ შტატებში, ემიგრაციაში მცხოვრები თეონა დიდბერიძე, რომელიც სიმსივნესთან ბრძოლის შემდეგ, 4 აპრილს გარდაიცვალა, 14 აპრილს მშობლიურ ქუთაისში დაკრძალეს.
თეონა დიდბერიძე ბოლო 10 წლის განმავლობაში აშშ-ში ცხოვრობდა. თეონა 2 წლისა და 6 თვის განვალობაში სიმსივნეს ებრძოდა.
თეონა დიდბერიძე უკანასკნელ გზაზე უამრავმა ადამიანმა გააცილა. ამერიკაში მცხოვრებმა მეგობრებმა კი მას პატივი მიაგეს ნიუჯერსის წმ. გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესიაში, სადაც თეონა საქართველოში ჩამოსვენებამდე იყო დასვენებული.
თეონას საჯაროდ, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ემოციური პოსტით გამოემშვიდობა მისი უახლოესი მეგობარი, ასევე აშშ-ში მცხოვრები ეკატერინე მაწკეპლაძე.
ეკატერინე მაწკეპლაძე გარდაცვლილი მეგობრის შესახებ „ფორტუნასთან“ საუბრობს და აღნიშნავს, რომ თეონას ადამიანობისა და მეგობრობის შესახებ ყველამ უნდა იცოდეს.
„იშვიათი, საუკუნეში ერთხელ რომ იბადება, ისეთი მეგობარი დავკარგეთ!
ერთი დიდი ბედნიერება იყო მისი არსებობა!
ასეთ მძიმე სენს ებრძოდა და ჩვენ არ გვინახავს, ქიმიების დროს როგორ იტანჯებოდა, იკეტებოდა ის სამი დღე და მარტო გადიოდა ჯოჯოხეთს. გვიფრთხილდებოდა, არ გვიკარებდა, კიდევ აქეთ ნერვიულობდა – გაწუხებთო, ონკოლოგიური პაციენტი არ იცით რა მძიმე სანახავიაო. ბოლოს რომ აღარ შეეძლო, მხოლოდ მაშინ მიგვიკარა. დანარჩენი მხოლოდ ბედნიერ დღეებს გვიზიარებდა. ასე იტყოდა: ბნელი და ნათელი დღეები. ბნელ დღეებს მიიკეტავდა კარს, ნათელ დღეებს მეგობრებში სიყვარულს თესდა.
ჩემს გოგოს არ უყვარდა გამოჩენა, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, მოუწია ჩემს გვერდით ყოფნა, გამოფენებზე და გადაღებებზე. ხუმრობდა, არსად არ ვჩნდებიო და კეკუნამ (ასე მეძახდა) ტელევიზიაშიც კი „გამომჭიმაო“. ის ისეთი გვყავდა, ნამდვილად ბევრმა უნდა შეიტყოს მისი ადამიანობის და მეგობრობის შესახებ!“, – უყვება ეკატერინე მაწკეპლაძე „ფორტუნას“ უახლოესი მეგობრის შესახებ.
„დღეს, უკანასკნელად გაგასეირნებენ ქუთაისის ქუჩებში.
განა ტყუილად უთქვამთ?! ქუთაისი გრძნობაა-ო? გრძნობით მიგიღო, ცრემლიანმა და გრძნობით გითბობს ცივ სამარეს, მზე გეფერება ჩემო სიყვარულო! ქუთაისის მზე, მზე რომელიც ამინდის პროგნოზის მიხესვით საერთოდ არ უნდა ყოფილიყო…
ვიცოდი, ზუსტად ვიცოდი, რომ მოგეფერებოდა ქუთაისის მზე! მორჩა, წავიდა!
შეხვედრამდე ჩემო ერთადერთო!“ – დაწერა ეკატერინე მაწკეპლაძემ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ გამოსამშვიდობებელ წერილში.
დღეს, უკანასკნელად გაგასეირნებენ ქუთაისის ქუჩებში. 🫂 განა ტყუილად უთქვამთ?! ქუთაისი გრძნობაა-ო? გრძნობით მიგიღო,…
Posted by Ekaterine Matskepladze on სამშაბათი, 14 აპრილი, 2026
