LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქალბატონ ეკას აქვს ჩემი მიწერილი და სთხოვეთ, რომ მან გაასაჯაროოს, პირადი ემოციები მივწერე და ამაზე საუბარი საჯაროდ არ მინდა“ – გიგა ავალიანის საქმეში ბრალდებული დემეტრე ჩიქოვანის დედა

2886
გიგა ავალიანის საქმე

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დღეს მორიგი სხდომა გაიმართა.

პროცესის დასრულების შემდეგ, გიგა ავალიანის დედის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს, რომელშიც ეკა კუპატაძე წერს, რომ გიგა ავალიანის საქმეში ბრალდებული დემეტრე ჩიქოვანის დედამ მას შეტყობინება გაუგზავნა, თავად ჩიქოვანის დედა, სოფო ძნელაძე ჟურნალისტებთან გამოეხმაურა.

„მასხარად მიგდებს ეს აღვირახსნილი მდედრი, „მოვალ, როგორც დედა დედასთანო“… ამოგიდუღებთ ციხეში, თქვენს მკვლელ ლაწირაკებს!“ – ეკა კუპატაძე მიმართვას ავრცელებს

„ქალბატონ ეკას აქვს ჩემი მიწერილი SMS და სთხოვეთ, რომ მან გაასაჯაროოს. მე ჩემი პირადი ემოციები მივწერე მას და ამაზე საუბარი საჯაროდ არ მინდა. მიმაჩნია და ვთვლი, რომ ის დიალოგი გვეკუთვნის ჩვენ“, – განუცხადა გიგა ავალიანის საქმეში ბრალდებული დემეტრე ჩიქოვანის დედამ, სოფო ძნელაძემ ჟურნალისტებს.

ცნობისათვის, დემეტრე ჩიქოვანს გიგა ავალიანზე თავდასხმის მომზადებას ედავებიან.

გიგა ავალიანის საქმეზე მსჯავრდებულ ორ არასრულწლოვანს – ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი რიკაძეს 14-14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. რაც შეეხება დემეტრე ჩიქოვანს, მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა გამოიტანა. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, მსჯავრდებულებს სასჯელი 1/4-ით შეუმცირდათ, შესაბამისად, გაბაშვილი და რიკაძე პენიტენციურ დაწესებულებაში 10 წელსა 6 თვეს მოიხდიან, დემეტრე ჩიქოვანი კი 6 წელსა და 9 თვეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g