საქართველოს ეროვნული ბანკი ფულადი გზავნილების სტატისტიკას აქვეყნებს. 2026 წლის მარტის მდგომარეობით, ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 320.60 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 9.8%-ით მეტია 2025 წლის მარტის მაჩვენებელზე.
გზავნილებში პირველ ადგილს აშშ იკავებს (61 მლნ აშშ დოლარით), მეორე ადგილზე იტალიაა (55.29 მლნ აშშ დოლარით), მესამეზე კი – რუსეთის ფედერაცია (38.20 მლნ აშშ დოლარით).
რაც შეეხება საქართველოდან საზღვარგარეთ გადარიცხული თანხის მოცულობას, მან 36.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 14.5%-ით მეტია 2025 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
